x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მხოლოდ ერთი ვარჯიში და... წელის ტკივილისგან გათავისუფლდებით

რა არის ასეთი მარტივი და რატომ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ამ ვარჯიშის გაკეთება დღეში მხოლოდ ერთხელ, 10–20–ჯერ არის საჭირო, მაგრამ საამისოდ დრო, არავის აქვს.


image


არა და, მის შესასრულებლად, სულ რაღაც, 1 წუთია საჭირო. მაგრამ, ადამიანებს, ამის ნაცვლად, ფიზიოთერაპევტებთან და მასაჟისტებთან სიარული და საათობით რიგში დგომა ურჩევნიათ...


image


ყველაფერი კი, მარტივზე, უმარტივესია! დაწექით მუცელზე ისე, როგორც ზედა სურათზეა ნაჩვენები. ხოლო, წელი 20–ჯერ ისე გაზნიქეთ და კიდურები ზევით ისე აწიეთ, როგორც ეს ქვედა სურათზეა ნაჩვენები.

აღნიშნული ვარჯიში ხერხემალს ტვირთავს და მის ტონუსში ყოფნას უზრუნველყოფს. ბევრი, ალბათ, ფიქრობს, რომ დღის მანძლიზე, ხერხემალი ისედაც დატვირთულია და მას დამატებითი ფიზიკური ვარჯიშები არ ესაჭიროება. მაგრამ, ეს ასე არ არის!
ზოგადად, ჩვენი ორგანიზმი მეტად ზარმაცი ქმნილებაა და ყველანაირად ცდილობს, რომ თავი ნაკლებად დაიტვირთოს. მაგ., თუ ზურგი გამართულ გაქვთ და ორგანიზმი გრძნობს, რომ კუნთის ძალის 100% გამოყენება საჭირო არ არის, ის მოდუნებას იწყებს და მხოლოდ 20%–ით იტვირთება.
ასევეა ფიზიკური შრომის დროსაც, — როდესაც სიმძიმებს მოკლე დროით ეწევიან, ორგანიზმი მაზად არის, 50–ზე მეტი კგ. აწიოს და თავი სრულად დაიტვირთოს. მაგრამ, თუ მაგ., 5 კგ–ს დიდ ხანს ვატარებთ, ის დუნდება და წელის არეში ტკივილის შეგრძნება ჩნდება.
ტკივილგამაყუჩებელი აბები და მალამოები ასეთ პრობლემას მხოლოდ დროებით უმკლავდება. თუ გინდათ, რომ წელის ტკივილი თავიდან აიცილოდ და თავი ყველა სიტუაციაში კომფორტულად იგრძნოთ, ხერხემლის კუნთები და ზოგადად, ყველა კუნთი უნდა გაიმაგროთ. ამისთვის კი, ყოველდღიურად, მხოლოდ 5–10 წ–იანი ვერჯიში არის საჭირო და თუ ამასაც ვერ ახერხებთ, ზემოთ მოცემული ხერხემლის ვარჯიში მაინც გააკეთეთ და ჯანმრთელობის მდგომარეობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ!

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. რატომ იჩხუბეს სტალინმა და ჟუკოვმა ხალიჩების და დივნების გამო

2. ანტიდედამიწა – პლანეტა გლორია

3. შემთხვევები, როდესაც ბუნებამ თავისი ძლიერი და საშიში მხარე გვაჩვენა (20 ფოტო)

4. მცენარეები, რომლებიც სახლს სიღარიბისგან და პრობლემებისგან იცავენ

5. ძილი ტვინს ტოქსინებისგან ასუფთავებს და ალცჰეიმერის დაავადების რისკებს ამცირებს

6. ებრაელები ძველ ეგვიპტეში არასდროს ყოფილან — ამტკიცებენ არქეოლოგები

0
370
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0