x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნაძირალა როგორ ბედავ!!! ხალხი იდიოტი გგონიათ!! დამარცხდით ისევ!" - ნუკა არველაძე

image


ჟურნალისტი ნუკა არველაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გუშინდელ მონოლოგს სოციალურ ქსელში ეხმაურება, "მთავარი აქცენტების" წამყვანს "ნაძირალას" უწოდებს და მას საჯაროდ მიმართავს: "რა პათეტიკა დაიმართე, ვის აწონებ თავს?!! ააა, საკანში ცრემლი წაგსკდა? რასაც ვებრძოდი იმისთვის დამაპატიმრესო? მართალი ხარ - ეს ხომ ივანიშვილის და ხალხის წინააღმდეგ დაგეგმილი დიდი გეგმის თქვენივე ნაწილი იყო, თავიდან არ გითხრეს, მეტი დამაჯერებლობისთვის, ალბათ - მერე დაწყნარდი და აიშვი როცა ადეიშვილმა პატივი დაგდო და ატᲛანი გახდი და დაიწყე ალამუთის ციხის აგება!! მართალი ხარ რადგან იმისთვის არ დაგაპატიმრეს როგორც ებრძოდი, რა მეთოდებით, როგორი ცილისწამებით - რამდენი ადამიანი და ოჯახი გააუბედურეთ თქვენი ბლოგბასტერით ენვერი 1 და ენვერი 2 საკმარისია, დანარჩენები რომ არ ვთქვა - ნაძირალა როგორ ბედავ!!! ხოდა სულ რო თაფლი წაისვ და მზეზე დაწვე - არ გიშველის, იმ ოჯახების ცოდვა შენ შლეიფად გაქვს მთელი ცხოვრება თან რომ ვერასოდეს მოიშორებ!!! ახლა ახალი ზახოდი მიეცით??? და ეგეც რომ ვიცით და ვინც შენოგრჩა ოცნებაში - სულ რო სუსის აგენტი ეძახე, არადა ადეიშვილის ბიჭია მისი იმედი გაქვს? - აფსუს რა იდიოტები ხართ!!! - იმიტომ რომ ხალხი იდიოტი გგონიათ!!! გულწრფელად გეუბნები რომ უკვე დამარცხდით ისევ!!!!" - წერს ნუკა არველაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, "მთავარ აქცენტებში" ნიკა გვარამიამ საკუთარ საკმაოდ ვრცელ მონოლოგში ზიზღსა და პატიებაზე ისაუბრა, მისი თქმით ის უარს ამბობს ზიზღსა და სიძულვილზე, ითხოვს პატიებას და ასევე თავადაც პატიობს: "უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე... პატიებას ვითხოვ და ვპატიობ... ვიტოვებ მხოლოდ ბრაზს"... - ამის შესახებ გადაცემის ავტორმა და წამყვანმა გუშინ, "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.







0
821
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
821