x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"კანონი ფეხებზე გეკიდა, დღეს მორალზე არ უნდა მელაპარაკებოდე ეკრანიდან"- ნახეთ, ვის მიმართავს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის "ტვ პირველთან" "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყოფილ პროკურორს პათეტიკას უწუნებს. კილაძის თქმით, მას არ სჯერა ისეთი "გმირების", რომლებიც როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დროს "ნარუშილოვკით" გადაადგილდებოდნენ, კანონი ფეხებზე ეკიდათ, დღეს კი ეკრანიდან მორალზე საუბრობენ: "რა ვქნა, არ შემიძლია ეს ყალბი პათეტიკა და გმირები. პროკურორი როცა იყავი იმ და ამ ხელისუფლების დროს, ნარუშილოვკით გადაადგილდებოდი და კანონი ფეხებზე გეკიდა, არც ერთ გახმაურებულ საქმეზე ხმა რომ არ ამოგიღია, დღეს მორალზე არ უნდა მელაპარაკებოდე ეკრანიდან არც მე და არც ყოფილ კოლეგებს. ჰო, ნათია მეზვრიშვილს ვგულისხმობ"- წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით "ტვ პირველთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შესაძლებელი იყო საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე ბრალდებულის დატოვება, ვინაიდან მისივე თქმით, ამის ბერკეტები, მართლმსაჯულების ორგანოებს ჰქონდა.მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ შესაბამის ორგანოებს შეეძლოთ კანონი სხვაგვარად განემარტათ და მელიას დაკავებით გამოწვეული დამაზიანებელი პროცესები ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინათ.












0
535
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
535