x
image
ლანა92
მართლა ტოვებენ თუ არა ფრინველები თავიანთ ბარტყებს, როცა ადამიანები მათ ეხებიან?

image




















ალბათ, ბავშვობაში არაერთხელ გაგიგონიათ, რომ თუ გადმოვარდნილ ბარტყს ბუდეში დააბრუნებთ, მათი დედა მაშინათვე იგრძნობს ადამიანის სუნს და თავის პატარებს მიატოვებს, საფრთხისაგან გარიდების მიზნით. მართლა ასე ხდება თუ არა? ადამიანის ხელის სუნი შეიძლება, აშინებდეს ფრინველს და ამის გამო, თავისი ბარტყები მიატოვოს? "ლაივ საიენსის" თანახმად, ეს მითია. ფრინველების ტვინის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ყნოსვაზე, ძალიან მარტივი და სუსტია. ამიტომ ნაკლებად სავარაუდებელია, რომ მათ ადამიანის ხელის სუნი ამოიცნონ.

ფრინველებს თუნდაც შეეძლოთ ადამიანის სუნის შეცნობა და აღიქვან ის საფრთხედ, თავიანთ ბარტყებს მაინც არ დატოვებდნენ. ისევე, როგორც მშობლების უმეტესობა, ჩიტებიც, ალბათ, არ გაიქცევიან სახლიდან და არ მიატოვებენ შვილებს საფრთხის პირველივე ნიშანზე.

აქედან გამომდინარე, მიწაზე გადმოვარდნილი ნებისმიერი ფრინველის ბარტყის ბუდეში დაბრუნება გამართლებულია? - არა ყოველთვის. დედამიწაზე გხვდება ფრინველთა 2 ტიპის ბარტყები, წიწილები: ბუმბულიანი და უბუმბულო. უბუმბულო ბარტყები საკმაოდ პატარაა, ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ბუდე დამოუკიდებლად დატოვოს. გამოდის, რომ ისინი შემთხვევით გადმოვარდნენ.

ამიტომ მათ უნდა დავეხმაროთ ბუდეში დაბრუნებაში. თუ ბარტყებს ხელში ავიყვანთ და უკან ბუდეში ჩავსვამთ, უნდა ვიფიქროთ, რომ მშობლები მას მაინც არ მიატოვებენ.

ბუმბულიანი ბარტყები დამოუკიდებლად ტოვებენ ბუდეს, ფრენის სწავლის პროცესში. მათ ადამიანების დახმარება არ სჭირდებათ ბუდეში დასაბრუნებლად. თუ ბუმბულიან ბარტყებს ჩვენ დავაბრუნებთ ბუდეში, შეიძლება, უფრო ვავნოთ, ვიდრე დავეხმაროთ. ადამიანის ფუსფუსი, საქმიანობა ფრინველის ბუდის ირგვლივ მტაცებლების ყურადღებას მიიპყრობს და შეიძლება, ეს უკანასკნელნი მოგვიანებით ბარტყებს "ესტუმრონ". მხოლოდ აშკარა საშიშროების შემთხვევაში, როცა, მაგალითად, სავალ ნაწილზე ყოფნისას დასაშვებია ბუმბულიანი ბარტყის აყვანა და შინ, ბუდეში დაბრუნება.

0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0