x
image
ლანა92
გაიცანით ზოლიანი ზღვის ლომის ბეჭედი - ცხოველი ზებრას შეფერილობით

image






























სამეცნიერო კლასიფიკაცია:

სამეფო: ცხოველები;

კლასი: ძუძუმწოვრები;


რიგი: მტაცებლები;

ოჯახი: ნამდვილი ბეჭდები;

გვარი: ზოლიანი ბეჭდები;

სახეობა: ზოლიანი ბეჭედი;



ზოლიანმა ზღვის ლომის ბეჭედმა ეს სახელი მიიღო თავისი შავ-თეთრი, ანუ ზებრისებრი შეფერილობის გამო. ზრდასრულ მამრებს აქვს ძალიან კონტრასტული შეფერილობა - საერთო მუქ, თითქმის შავ ფონს რგოლებად დაჰკრავს თეთრი ზოლები სხეულის რამდენიმე ადგილას. მდედრ ბეჭედსაც მსგავსი შეფერილობა აქვს, თუმცა ნაკლებად კონტრასტულია და მისი საერთო ფონი უფრო ნათელი, მსუბუქია, ზოლები ზოგჯერ შერწყმულია ერთმანეთთან რგოლებად.

ახალშობილი ზოლიანი ბეჭედი მხოლოდ ერთი, ნაცრისფერი შეფერილობისაა, აქვს თეთრი, ხშირი ბეწვი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ზრდასრული ზოლიანი ბეჭდის სხეულის სიგრძე 150 - 190 სანტიმეტრია, წონა - 70-90 კილოგრამი. ახალშობილი ზოლიანი ზღვის ბეჭედი მხოლოდ 70-80 სანტიმეტრია.

გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში ზოლიანი ბეჭედი გხვდება ბერინგისა და ოხოტის ზღვების ყინულებში, ასევე, ჩუკოტკის ზღვის (აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის) სამხრეთით. უპირატესობას ძირითადად ღია ზღვის რაიონებს ანიჭებს, მაგრამ ყინულის დრეიფების შემთხვევაში, შეიძლება, ნაპირთან ახლოსაც აღმოჩნდეს. ზოლიანი ბეჭდის ზუსტი ადგილმდებარეობა შემოდგომასა და ზამთარში უცნობია.

ზოლიანი ბეჭდის ლეკვი იბადება მხოლოდ მარტი-აპრილში. ახალშობილი არ ტოვებს ყინულს და საშიშროების შემთხვევაში უბრალოდ იმალებს ყინულის ლოდებს შორის, რამდენადაც თვითონაც ყინულისფერია, ანუ თეთრი. ბეჭდის ლეკვის შეფერილობა ადაპტირებულია საცხოვრებელ გარემოსთან (ყინულის კლდეებთან) და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ, თუ გაგიმართლებთ და მის მუქ თვალებს გადააწყდებით.









0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0