x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მიშა, "ძვირფასო", ბიძინასთან კონფრონტაციის ტ...ი შენ არ გაქვს, გეშინია"- თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ინგა გრიგოლიასა და ეკა მიშველაძის მისამართით უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომლებიც მისივე თქმით, მითიური დასავლელი პოლიტიკოსების მოსაზრებას იმეორებენ და მისსა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დღისწესრიგიდან ჩამოშორებას ითხოვენ. სააკაშვილის თქმით, თუ ვინმეს ჰგონია რომ ის საკუთარ ქვეყნაში არ უნდა დაბრუნდეს ძალიან ცდება: "თავს რომ ისაწყლებს თან - ვითომ პოლიტიკიდან გაწევა, ქვეყანაში ჩამოსვლაზე უარს ნიშნავს. მიშა, "ძვირფასო", შენგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა რომ ამ ქვეყანაში ჩამოხვიდე, თუ მოგინდება. სანამ ივანიშვილია, ვერ ჩამოდიხარ - გეშინია. შენი აქტიურობა ბიძინას დამარცხებას მხოლოდ ხელს უშლის - დასავლეთსაც თიშავს პროცესიდან და მერყევ ამომრჩეველსაც. ამიტომ, შენი ნებაა მაგრამ, თუ გაიწევი, მხოლოდ ჩამოსვლას დააჩქარებ - ჩამოხვალ და ისეირნებ. კიდევ ერთხელ - პირიქითაა, აქ ჩამოსვლის და ბიძინასთან კონფრონტაციის ტრაკი შენ არ გაქვს. რომ ჩამოხვიდე, ბიძინას უნდა მოვუგოთ. შენი საქციელით, ამ მიზანს მხოლოდ გვაშორებ. p.s. ამას გიხსნიდი, სხვას კი არაფერს ისტერიკებს რომ მიწყობდი"- წერს ჩერგოლეიშვილი.







0
576
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
576