x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზოგიერთი ხალხის წარმომადგენლებში ქალების მიერ სახის გამოჩენა არ იკრძალება როცა მამაკაცს სასტიკად ეკრძალება ამის გაკეთება

image ტუარეგები ბერბერული ფესვების მქონე ხალხია რომლებიც საჰარაში ცხოვრობს. ტუარეგი მამაკაცი, როგორც კი მას შეუსრულდება 18 წელი ვალდებულია საკუთარ სახლშიც კი დაიფაროს სახე. 18 წლის შესრულებისას ახალგაზრდა ტუარეგ მამაკაცს ოჯახი უწყობს დღესასწაულს, რა დროსაც მას ჩუქნიან ლურჯ ან თეთრ შარფს (ტაგელმუსტი(, რომლის სიგრძე რომლის სიგრძე შეიძლება 40 მეტრამდე შეიძლება იყოს. ამ მომენტიდან ის ითვლება ზდასრულად და ვალდებულია სახე მუდმივად დაფარული ჰქონდეს.
პირსაბურავი შარფის გარეშე გამოჩენა დღესაც უდიდეს სირცხვილად ითვლება ტუარეგ მამაკაცებში.
მხოლოდ ჭამის დროს შეუძლია მას პირსაბურავის ჩამოწევა და ისიც ნიკაპამდე.
რამდენიმე ათეული წლის წინ ტუარეგი მამაკაცის სახის დამნახავი ვინც არ უნდა ყოფილიყო სიკვდილით ისჯებოდა, თუ მისი დასჯა ვერ მოხერხდებოდა როცა ტუარეგის სახის მნახველი გაქცევას მოასწრებდა ტუარეგი რომლის სახეც დაინახეს ვალდებული იყო თავი მოეკლა.
ქალ ტუარეგებს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვთ, მათ არავინ აიძულებს ატარონ პირსაბურავი, როცა დღესაც კი ტუნისის საჰარაში მცხოვრებ ტუარეგებთან შეხვედრა ფათერაკად ითვლება.
image ტუარეგებში მამაკაცების მიერ სახის დაფარვა უკავშირდება რელიგიას, ტუარეგები თვლიან რომ ბოროტი ძალები ადამიანში აღწევენ ადამიანის თავში არსებული ბუნებრივი ხვრელებიდან, შესაბამისად აქედან გამომდინარე ისინი მუდმივად იფარავენ პირს, ცხვირის ნესტოებს და ყურებს.
imageimageimage ტროპიკულ აფრიკაში დღემდე ასრულებენ რიტუალს ჭამის წინ ბოროტი ძალების გასადევნად, რათა ჭამის დროს პირიდან არ შეუძვრეთ ავსული.
სხვათაშორის რუსეთშიც მეთვრამეტე საუკუნემდე ცენტრალურ რუსეთში ახალდაოჯახებულებს ეკრძალებოდათ საქორწინო სუფრასთან ჭამა და საუბარი, რადგან ითვლებოდა რომ გაღებული პირიდან ახალდაქორწინებულების სხეულში ავსული შეაღწევდა.

0
87
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
87