x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
კახა კალაძის მოადგილე „ფორმულას“ ტელეწამყვანი გახდა
image


თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, კახი კალაძის მოადგილე სოფიო ხუნწარია დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გამოჩნდა. ის ტელეკომპანიის ახალი სატელევიზიო პროექტის „მეჩვიდმეტე სართულის“ ერთერთი წამყვანია. ყოველდღიური შემეცნებითი ფორმატის გადაცემა ფორმულას ღამის ეთერში ყოველდღე გადის.


ხუნწარიას ორგანიზებით ტარდებოდა დედაქალაქში გამართული ყველა კულტურული ღონისძიება, თუ ცენტრალური საახალწლო ღონისძიებები. მათ შორის საახალწლო საშობაო ქალაქისა და მთავარი ნაძვისხის მონტაჟიც.


შეგახსენებთ, რომ სოფიო ხუნწარია პროფესიით ჟურნალისტია და ის, როგორც ტელეწამყვანი წლების წინ თავდაპირველად ტელეკომპანია „მზის“ ეთერში გამოჩნდა.



სსოფიო ხუნწარიამ თბილისის მერია 2020 წლის 18 მაისს დატოვა. მან თანამდებობა საკუთარი სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

.

„თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.


თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში, “ - აღნიშნული იყო იმხანად მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
.
სოფო ხუნწარიამ მაშინ სოციალურ ქსელში ადამიანებს მოუწოდა, რომ აპოკალიპტური ფონი არ შექმნან:
.
„ძალიან ბევრი მირეკავს, მწერს და ათას ვერსიას ვისმენ, მეგობრებო ხდება ხოლმე ასეც, როდესაც პირადი განცხადების საფუველზე მიდიან ადამიანები თანამდებობიდან და სხვა რაიმე აპოკალიპტური ფონი არ არსებობს. კოლეგებს ბოდიში, რომ მათ ზარებს არ ვპასუხობ(ჟურნალისტებს ვგულისხმობ) მაგრამ გთხოვთ რიგი ვერსიების შეთხზვისგან თავი შეიკავოთ:)) უხერხულია. მე ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ თანამდებობას, ჩემი პირადი მიზეზების გამო. არ მომწონს, როცა ჩამონათვალს აკეთებენ და წუწუნს იწყებენ რიგ საკითხებზე. ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი. არტარეაში დღეს ჩემი ყოფნა დარგის განვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. აქვე გეტყვით, რომ ორ წელიწად ნახევრის მანძილზე ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მადლობა კახის, რომ მომცა ამის შესაძლებლობა და, რომ გვერდში მედგა საქმეში. მადლობთ ჩემს საყვარელ მოადგილეებს, ირაკლებს, მაიკოს და ილიას. ჩემს გუნდს, რომელიც ყველაზე კომფორტული იყო და შეუძლებელიც შევძელით ერთად. ჩემთვის ეს წლები დაუვიწყარი იქნება და იმ ძირითად სფეროს, რომელსაც ვკურირებდი არ ვუღალატებ. ხვალ უკვე ყველა პროექტს ჩამოვთვლი რაც გავაკეთე და რასაც ვტოვებ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი, რომელიც დღეს მერიაშია ყველაფერს გაუმკლავდება. იშვიათად შეკრული გუნდი.
მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი ჩამონათვალი და თუ ვინმე გამომრჩა ყველამ მიიღეთ თქვენ თავზე, რადგან განურჩევლად მადლიერი ვარ ყველასი, “ - წერდა ის.
.
სოფიო ხუნწარია კახა კალაძის მეხუთე მოადგილედ 2018 წლის იანვარში დაინიშნა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო
0
579
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
579
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0