x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რუსებმა იერიში მიიტანეს თბილისის 40-კილომეტრიანი ფრონტის მთელს სიგრძეზე

image 1921 წლის 24 თებერვალს, დამატებითი ძალების მიღების შემდეგ, რუსებმა იერიში მიიტანეს თბილისის 40-კილომეტრიანი ფრონტის მთელს სიგრძეზე. რუსების სამხედრო ძალა შეადგენდა 22, 000 წითელარმიელს; მათ წინააღმდეგ კი იდგა 10-12 ათასი ქართველი მეომარი.

ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსებმა ვერ მოახერხეს ფრონტის ხაზის ვერც ერთი მონაკვეთის გარღვევა. იყო შემთხვევა, როდესაც მათ რამდენჯერმე დაიკავეს მნიშვნელოვანი სიმაღლეები, მაგრამ ქართველებმა ყოველ ჯერზე მოახერხეს კონტრიერიშით მათი უკან დაბრუნება. ქართველი ჯარისკაცები იდგნენ და აკავებდნენ ურიცხვ მტერს ნახშირგორადან-სოფელ ლილომდე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე.

თბილისის ბრძოლის ბედი გადაწყვიტა 5000-მა წითელარმიელმა კავალერისტმა... მათ ფლანგიდან შემოუარეს დაუცველ ქართულ ნაწილებს, დაიკავეს მამკოდა, გლდანი, ავჭალა და მთელი ქართული არმია ალყაში ჩავარდნის საფრთხეში აღმოჩნდებოდა, რომ არა 2 ქართული ჯავშანმატარებელი, რომლებმაც 1 საათში მოახერხეს ავჭალის დაბრუნება. ქართულმა არტილერიამ კი, რომელიც 500 ცხენოსანისგან შედგებოდა, ზურგიდან უეცარი იერიში მიიტანა მტერზე, რამაც მოწინააღმდეგე დააბნია და დროებით შეაჩერა...

ამ ფლანგური შეტევით, რუსებმა ნათლად დაინახეს, რომ ქართველებს არ გააჩნდათ რეალური რეზერვი და უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, მეორე დღეს სწორედ ამ მიმართულებით გადაესროლათ დამატებითი ძალები, გასულიყვნენ მცხეთაზე და ალყაში მოექციათ მთელი თბილისი. მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ წაიკითხა ეს განზრახვა, თუმცა მას არ გააჩნდა არანაირი ძალა, რომელიც ამ მიმართულებიდან წამოსულ მტერს შეაჩერებდა და 25 თებერვალს, 00:00 საათზე, მცხეთისკენ უკანდახევის ბრძანება გასცა...

25 თებერვლის შუა დღეს თბილისში შემოვიდა რუსული არმია და ქალაქში წითელი დროშა ააფრიალა... ქართველებს არ წაუგიათ არც ერთი ბრძოლა თბილისის გარშემო! ჩვენ მხოლოდ საკმარისი ხალხი არ გვყავდა, რათა ბრძოლა გაგვერგრძელებინა...image

image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები

1 - ყველა ჩვენთაგანი სმარტფონებს არასწორი მეთოდებით ვმუხტავთ და აი რატომ
2 - ალბათ გსმენიათ, რომ მარილი საზიანოა ორგანიზმისთვის, დროა სიმართლე გაიგოთ
3 - მკვდარ გემზე არსებულმა სანახაობამ მეზღვაურები შოკში ჩააგდო
4 - უკრაინელი ფოტოგრაფის ფოტოები, რომელმაც იცის თუ როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა ეროტიკა!
5 - გოგონამ და მისმა ძაღლმა თხა და მისი პატარა თიკანი გადაარჩინეს - ამით კი ინტერნეტ გმირები გახდნენ!
,

1 - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მანამ სანამ მანქანაში კონდინციონერს ჩართავთ!
2 - თუ თირკმელებში დაგროვილი ქვები გტანჯავთ აუცილებლად გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება
3 - ამ ხორცზე უარესს ვერსად ვერ ნახავთ! აუცილებლად ამოიღეთ ის თქვენი კვების რაციონიდან
4 - ამიერიდან მომსახურების გაწევის შეთავაზებისას და რეკლამირებისას ფასი ლარებში იქნება გამოხატული
5 - 10 სასარგბლო ხრიკი საკვებთან იდეალური კომუნიკაციისათვის! თითოეული მათგანი პრაქტიკაში მრავალჯერ გამოყენებულია
6 - დაუმატეთ ცოტა შავი პილპილი სარეცხის მანქანაში მოთავსებულ ტანსაცმელს და შედეგი გაგაოცებთ!
7 - რამდენად ჭკვიანი ხართ და შეძლებთ თუ არა ერთი ასანთის ღერის გადაადგილებით კვადრატის მიღებას
8 - შვილის საფლავზე მისულ დედას იქ უცნობი ქალი დახვდა. ეს ამბავი ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე!
9 - ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები, რომლის შესახებაც ქალბატონებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ!
10 - გაფრთხილება ქალებს! ეს გოგონა სიკვდილს გადაურჩა, ყველაფერი კი თმის საღებავის ბრალი იყო


0
198
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
198