x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
10 დაუჯერებელი ფაქტი, რომლის წაკითხვის შემდეგაც ყოველდღიურ საკვებ პროდუქტებს სულ სხვა თვალით შეხედავთ

დღეს სუპერმარკეტები გვთავაზობენ უმდიდრეს ასორტიმენტს. ჩვენს მაგიდაზე საკვები შეიძლება მთელი მსოფლიოდან იყოს. ამგვარი სიუხვის მიუხედავად ყოველთვის გვაქვს საყვარელი პროდუქტი ან კერძი, მაგრამ, არ ვიცით სინამდვილეში რას მივირთმევთ.


1. ფაქტია, რომ ქათმის ნაგეთსები ყველაზე სასარგებლო საკვები ნამდვილად არ არის. არა მხოლოდ იმის გამო, რომ ზეთის ძალიან დიდ რაოდენობაში იწვება. იმიტომაც, რომ მასში ქათმის ნედლეული მხოლოდ 50 %ია. მის შემადგელობაში შედის ასევე სილიკონი, რომელიც გვხვდება მკერდის იმპლანტებში.image


2. ბევრმა თანამედროვე ამერიკელმა არ იცის ახალი შავი მოცხარის გემო. საქმე იმაშია, რომ ეს კენკრა არის სოკოს გამავრცელებელი, რომელიც ანადგურებს ფიჭვის იშვიათ სახეობას. ამის გამო ამერიკის მთავრობამ აკრძალა შავი მოცხარის კომერციული ზრდა და დააფინანსა მისი განადგურების პროგრამა 1900-იანი წლების დასაწყისში. ამგვარად ქიმიური აეროლზოლები გაუშვეს მთელს ქვეყანაში, რამაც შავი მოცხარი სრულებით გაანადგურა. image


3. მეურნეობის თანამედროვე მეთოდების წყალობით, ქათამი შეიცავს 266% -ით მეტ ცხიმს, ვიდრე 40 წლის წინ. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე ქათმის ხორცმა დაკარგა ცილის 33%.


4. ბერძნული იოგურტი სხვა რძის პროდუქტებთან შედარებით უფრო ჯანსაღია. ის გადის შრატისა და ლაქტოზას მოცილების პროცესს, რაც ამცირებს შაქრის რაოდენობას. გარდა ამისა, მას არ აქვს არომატიზატორები და დანამატები, შეიცავს 2-ჯერ მეტ ცილას, ვიდრე სხვა სახის ფერმენტირებული რძის პროდუქტები.



5. ერთი ბურგერის მომზადებას 2000 ლიტრზე მეტი წყალი სჭირდება. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ძროხის ხორცის წარმოებას უკავშირდება.


6. ჭიქაში შამპანურის ქაფი და ბუშტები არა მხოლოდ ბოთლში ნახშირორჟანგის არსებობის გამო წარმოიქმნება, არამედ ჭურჭელში ჭუჭყის გამოც. სასმელის ქაფის მიზეზი მტვრისა მიკროსკოპული ნაწილაკებია, რომლებიც აბსოლუტურად ყველა მინაზე გვხვდება.image


7. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ შვეიცარიულ ყველში დიდი ხვრელები გამოწვეულია რძემჟავა ბაქტერიებით. აღმოჩნდა, რომ თივის მტვერი, რომელიც რძეში მოხვდება, პასუხისმგებელია ხვრელების დიამეტრზე. ამრიგად, რაც უფრო სუფთაა რძე, მით უფრო პატარაა ხვრელი.image


8. ხილის არომატიან ტკბილეულში, ამატებენ ცვილს, რომ პროდუქტს სიპრიალეს აძლევს და იცავს დადნობისგან. იმავე ცვილით აპრიალებენ მანქანებსაც.


9. ქრიზანთემა - აღმოსავლეთში ბედნიერების სიმბოლური ყვავილი - საკვები პროდუქტიცაა. მისი ფურცლებისგან დესერტებს ამზადებენ ჩინეთსა და იაპონიაში. რეცეპტი მარტივია: ახალ ფურცლებს ყრიან კვერცხისა და ფქვილის ნარევში და წვავენ ზეთის დიდ რაოდენობაში. ასეთი “ფრი" პოპულარულია აღმოსავლეთის სწრაფი კვების ობიექტებში.


10. 1943 წელს ამერიკასი აიკრძალა დაჭრილი პურის წარმოება. საზოგადოება, რომელიც დანას უკვე აღარ იყენებდა პურის დასაჭრელად აღშფოთდა, ამიტომ 2 თვის შემდეგ ეს აკრძალვა გააუქმეს. The New York Times-ის გაზეთმა დაწერა: “იყიდება დაჭრილი პური: დიასახლისები დიდი თითებით ისევ უსაფრთხოდ არიან."

0
352
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0