x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
აცრის ნაცვლად ცხვირის სპრეი-AstraZeneca-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო სპრეის გამოცდა დაიწყო
imageოქსფორდის უნივერსიტეტმა დაიწყო მოხალისეების შერჩევა, ტესტებისთვის საჭიროა 18-დან 40 წლამდე ასაკის 30 ჯანმრთელი ადამიანი.


სპრეის შემქნელები ელიან, რომ ცხვირის სპრეი მნიშვნელოვნად შეაფერხებს კორონავირუსის გავრცელებას, რადგან ის ყველაზე ხშირად ზედა სასუნთქი გზებიდან ხვდება.



ინგლისურ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca- მ ოქსფორდის უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაიწყო COVID-19 ახალი ვაქცინის ტესტირება ცხვირის სპრეის სახით, იუწყება Financial Times.


ტესტირების პირველი ეტაპისთვის მათ სჭირდებათ 30 ფიზიკურად ჯანმრთელი 40 წლამდე მოხალისე. კვლევა დაიწყება შემდეგ კვირას და გაგრძელდება დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში. თუ ტესტირება წარმატებული იქნება, მოხალისეების სია გაიზრდება და ტესტები გაგრძელდება.



კომპანიის აზრით, ცხვირის ვაქცინის გამოყენება აცრასთან შედარებით ძალზე მარტივია მათ იმედი აქვთ, რომ სპრეის ბევრად უფრო მეტი ადამიანი მიეტანება ვიდრე ნემსით აცრას და COVID-19 -ის საწინააღმდეგო სპრეი მნიშვნელოვნად შეამცირებს ვირუსის გავრცელებას, რადგან ის ყველაზე ხშირად გადადის ჰაერწვეთოვანი წვეთებით - ცემინების ან ხველის დროს.



-ინტრანაზალური სისტემა ბევრი ადამიანისთვის უფრო მიმზიდველია, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ამ ჯგუფებში ვაქცინაცია უფრო მაღალი იქნება “, - განაცხადა დოქტორმა სენდი დუგლასმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობს.


0
162
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0