x
image
ირინა მ.
ნაპოვნი ბროლის კოსმონავტი, რომელიც არ ჯდება ოფიციალური მეცნიერების ჩარჩოებში
image


ტრადიციული მეცნიერება თვლის, რომ კაცობრიობა სწორხაზოვნად ვითარდება, რომ ჩვენი წინაპრები ათობით ათასი წლები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში და პრიმიტიული შრომის იარაღებით სარგებლობდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს უძველესი არტეფაქტების უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამ ვერსიას. წარსულის ზოგიერთ ნახატებზე გამოსახულია გაუგებარი მფრინავი ობიექტები, სხვადასხვა ხალხების პატარა ფიგურებში, სტატუეტებში, შეიძლება ამოვიცნოთ თვითმფრინავები, ამო, არსებები შლემებში და სხვადასხვა ქიმერები, რომლებიც თითქოს გენეტიკურო ექსპერიმენტების შედეგია.

ისტორიის მრავალი მკვლევარის ყურადღებას იქცევს იმ არსებების ფიგურები, რომლებიც თითქოს თანამედროვე კოსმოსურ სკაფანდრებში არიან გამოწყობილი. უფოლოგები თვლიან, რომ ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ ასეთი არსებები დედამიწაზე ეხილათ, რომლებიც თავის მხრივ სხვა პლანეტიდან ჩამოვიდნენ და რომლებსაც კოსმოსში გადაადგილების ტექნოლოგიები ასი ათასობით, შეიძლება მილიონი წლების წინ ჰქონდათ ათვისებული. ეს ვერსია ჟღერს, როგორც ფანტასტიკა, მაგრამ რა უყოთ ამ უჩვეულო თეორიის ზედმეტად ბევრ დამამტკიცებელ საბუთს?

აღმოჩენილი უჩვეულო არტეფაქტებიდან ერთ-ერთი მთის ბროლის კოსმონავტის ფიგურაა, რომელიც ფაქტიურად ვერ ეწერება კაცობრიობის ისტორიაში. ეს ფიგურა შეიძლება გამოსახავდეს ჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ ზედმეტად ბევრია მისი მსგავსება სკაფანდრიან კოსმონავტთან, როგორიც თანამედროვე ადამიანებს უნახიათ.

image

ამ ნივთის აღმოჩენის მთელი ისტორია იდუმალებითაა მოცული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ნაპოვნია სადღაც ამერიკის ტერიტორიაზე, და ის, რომ ახლა მუზეუმში ინახება. როდის იქნა აღმოჩენილი, უცნობია. თუმცა დადგენილია, რომ ბროლის კოსმონავტის ასაკი არანაკლებ სამი ათასი წელია.

ტრადიციული მეცნიერები ცდილობენ, რომ უძველესი კოსმონავტის არტეფაქტი დავიწყებას მიეცეს. ისინი ირწმუნებიან, რომ მას არანაირი მსგავსება თანამედროვე კოსმონავტთან არ აქვს და ადამიანების უმრავლესობა მასში ხედავს იმას, რისი დანახვაც სურთ. მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ფიგურის მსგავსება სკაფანდრიან ადამიანთან უბრალოდ გასაოცარია. და მაშინ, იქნებ ჩვენი, ადამიანების ისტორია სულაც არ არის ისეთი, როგორსაც ბავშვობიდან გვიყვებიან? თუნდაც უკუვაგდოთ უძველესი კოსმონავტის თეორია, მკვლევარებისთვის გამოცანად რჩება ის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ჩვენმა წინაპრებმა ათასწლეულების წინ შესძლეს მთის ბროლის დამუშავება. მსგავსის გაკეთება მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შესაძლებელი, ასეთი ტექნოლოგიები კი ჩვენს წინაპრებს არ შეეძლოთ ჰქონოდათ, ამბობენ მეცნიერები.

ასეთი არტეფაქტები უამრავია, ისინი არ ჯდება ოფიციალური ისტორიის ჩარჩოებში, ამიტომ იწვევენ აურზაურს სხვადასხვა წრეების მკვლევარებში, უფოლოგებში და უბრალოდ იმ ადამიანებში, რომლებიც ინტერესს იჩენენ მსგავსი აღმოჩენების მიმართ.

მსგავსი ფიგურები სხვადასხვა მასალისგან არის დამზადებული და დედამიწის სხვადასხვა ტერიტორიებზე გვხვდება, მაგალითად ძველ ეგვიპტურ ტაძრებსა და პირამიდებში. ყველაფერი აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ნამდვილად შესაძლებელია, რომ ჩვენს წინაპრებს ჰქონოდათ ტექნოლოგიები კოსმოსში ფრენისთვის, ან იქნებ ისინი დესპანები იყვნენ სხვა პლანეტებიდან? ან იქნებ ადამიანებს იმდენად სურთ უძველესი ტექნოლოგიების არსებობა, რომ უბრალოდ თვითონ მოიგონეს ის, რაც სინამდვილეში არ არსებობს?





გადახედეთ სხვა სტატიებსაც:





ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

image


იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ


image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image








0
712
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
712
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0