x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
მოდელი მეგობრები, რომლებიც სილამაზის სტერეოტიპებს ანგრევენ

image


"გამხდარი ლამაზია, ფუმფულა კი - არა" - გავრცელებულ სტერეოტიპს, ეს ლამაზმანები ყოველდღიურად, საკუთრ მაგალითზე ანგრევენ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა გოგონებმა ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს, რომელსაც უამრავი ნეგატიური შეფასება მოჰყვა, რომელშიც სოციალური ქსელის მომხმარებლები გაოცებას ვერ მალავდნენ იმასთან დაკავშირებით თუ რა საერთო შეიძლება რომ ჰქონოდა ასეთ ლამაზ, მოხდენილი სხეულის გოგონას ჭარბწონიანთან: "მივხვდით, რომ ადამინები არ არიან მიჩვეული 8 და 16 ზომების ერთმანეთის გვერდით ხილვას, რამაც შოკში ჩაგვაგდო. ჩვენ ჯანმრთელები, თავდაჯერებულები და ბუნებრივი ვართ, და რაა პრობლემა?"- განაცხადა ჯორჯია გიბსმა.


image


ბუნებრივია, გოგონებისთვის საზოგადოების მხრიდან ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება სრულიად შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ვინაიდან თითოეული მათგანი მართლაც თავისებურად ლამაზია, რომელსაც საკუთარი თავი ისეთი მოსწონს როგორიც არის.


image


შექმნილმა სიტუაციამ ისინი აიძულა ახალი პროექტი -"Any BODY" წამოეწყოთ, რომელშიც გოგონები სწორ "ბოდიპოზიტივს" ქადაგებენ და ყველა ადამიანს, განსხვავებული პარამეტრების მიუხედავად საკუთარი სხეულის სიყვარულისკენ მოუწოდებენ.


imageimage


ამისათვის მათ "ინსტაგრამის" საერთო გვერდიც კი შექმნეს, სადაც საკუთარ გამომწერებს ერთნაირ ან მსგავსს სამოსში გადაღებულ ერთობლივ სურათებს სისტემატურად უზიარებენ და საკუთარ მაგალითზე აჩვენებენ რომ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად ფერისა თუ რასისა, წონისა თუ ზომისა ყველა თავისებურად ლამაზი და მომხიბვლელია.


imageimageimage


გოგონები ცნობილი ჟურნალის - "Women’s Health & Fitness"-ის გარეკანზეც კი მოხვდნენ.



image


მოდელები თავიანთ თაყვანისმცემლებს ყოველთვის მოუწოდებენ საკუთარი ზომისა თუ წონის არ შერცხვეთ და თავი სხვას არასდროს შეადარონ, რადგან თითოეული ადამიანი თავისი ბუნებითა და გარეგნობით ინდივიდუალური, უნიკალური და შეუცვლელია.


imageimageimage


მათი ფოტოების თვალიერებისას, ყოველივე ზემოთქმულს ძნელია შეეწინააღმდეგო, რადგანაც მსგავსი ღიმილი შესაძლოა მხოლოდ ჭეშმარიტად ბედნიერ ადამიანებს ჰქონდეთ.

imageimageimage


გოგონების თქმით, ყველაზე ცუდი საკუთარი თავის სხვასთან შედარებაა, თუ თქვენ რაიმეს შეცვლა გსურთ - იმოქმედეთ, თუმცა ნურც საკუთარი თავის სიყვარული დაგავიწყდებათ.


image











0
604
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
604