x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
1 მილიარდი ბაყაყი წელიწადში - ასეთი გაძლიერებული მადა აქვთ ადამიანებს

image






მეცნიერების გამოთვლით, წელიწადში კაცობრიობა 1 მილიარდ ბაყაყს იჭერს და მიირთმევს. ადამიანების მზარდი, გაძლიერებული მადა საფრთხეს უქმნის ამ ამფიბიების არაერთი სახეობის არსებობას.









image






ბაყაყებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ გაეროს მონაცემების თანახმად, ამ საკვები პროდუქტის ყველაზე მსხვილი იმპორტიორებია აშშ და საფრანგეთი, საიდანაც საქონელი იგზავნება აზიის რამდენიმე ქვეყანაში. ყველაზე მეტი მოთხოვნა შემწვარ ბაყაყებზე ინდონეზიაშია, წლიურად აქ მიირთმევენ 5 ტონამდე ბაყაყს.












image







2009 წლი მდგომარეობით, ბაყაყზე, როგორც საკვებ პროდუქტზე, მზარდი მოთხოვნის გამო, მისი სახეობების მესამედს გადაშენების საფრთხე ემუქრება. მაგალითად, ადამიანის საქმიანობის, ბაყაყჭერის (საკვებ პროდუქტად გამოყენების მიზნით), კლიმატური ცვლილებებისა და ბუნებრივი ჰაბიტატის დაკარგვის გამო, უკვე გაქრა წითელფეხება კალიფორნიის ბაყაყი.

"ბაყაყის თათებს შეიძლება, შეხვდეთ ევროპაში სკოლის კაფეტერიების მენიუში, მაღაზიის თაროებზე, აზიური სახლების მაგიდებსა და მთელი მსოფლიოს ყველაზე პრივილიგირებულ რესტორნებში, - ამბობს კორი ბრედშოუ ავსტრალიიდან, ადელაიდას უნივერსტეტიდან, სადაც ჩატარდა კვლევა. - ამფიბიები წარმოადგენს ჯგუფს, რომელიც ყველაზე მეტად დგას დაავადებების, ჰაბიტატების (ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს) დაკარგვის და კლმატური ცვლილებების გავლენის საფრთხეების წინაშე".

" როგორც ჩანს, ბაყაყჭერა ისეთივე გზით მიდის, როგორითაც თევზჭერა: ჯერ შემცირება დაფიქსირდა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, შემდგომ პოპულაციამ იკლო ინდოეთსა და ბანგლადეშში, ახლა საფრთხე ემუქრება ინდონეზიას. ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ზუსტი მონაცემების დადგენა ველური ბუნების რესურსების გამოყენების მონიტორინგისა და მართვის მიზნით".

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0