x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მაინც გაღმელი დვარნიაშკაა რა, ვერაფერმა გათალა..."- მანჩო გიორგობიანი თამარ ჩერგოლეიშვილზე

image


სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი "ფორმულას" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" "ტაბულას" რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერის, იურისტ თამთა მეგრელიშვილის სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ტაბულას" დამფუძნებელს "დვარნიაშკას" უწოდებს: "მაინც გაღმელი დვარნიაშკაა რა ... არც ალექსანდრიას რძლობამ უშველა, არც ფულმა თუ ძალაუფლებამ, არც ევროპაში წანწალმა და არც ასაკმა, ვერაფერმა გათალა..."- წერს მანჩო გიორგობიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ შელაპარაკება ჩერგოლეიშვილსა და მეგრელიშვილს შორის იურისტის რეპლიკას მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, რომ უპრიანი იქნებოდა თუკი გაერთიანებული ოპოზიცია აქეთ - იქით წანწალის ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში შევიდოდა.










0
1739
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1739