x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მსახიობებს 48 საათი აქვთ კაბების უკან დასაბრუნებლად- საინტერესო ფაქტები ოსკარის ცერემონიისთვის მომზადების პროცესზე

image

ოსკარის პირველი ცერემონია 1929 წლის 16 მაისს ჩატარდა, მას 250 ადამიანი ესწრებოდა და სულ რაღაც 15 წუთი გაგრძელდა, გამარჯვებულები კი ცერემონიამდე 3 თვით ადრე გამოვლინდნენ. დღეს კი ოსკარის დაჯილდოება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ცნობილი ცერემონიაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით მაყურებელი ჰყავს და ოსკარის ფიგურაც ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება მსახიობებისა თუ რეჟისორებისთვის. სულ სხვა კონკურენციაა ასევე მოდურ სახლებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ცნობილი კინოვარსკვლავების “მოპოვებაში".

საიდან იღებენ კაბებს?

წითელ ხალიჩაზე ტანსაცმლის ჩვენება ბრენდებისთვის შესანიშნავი რეკლამაა. მოდის სახლები ცდილობენ ითანამშროლონ მაღალი კლასის მსახიობებთან. ცნობილი ადამიანები კი მათთან კონტრაქტებს დებენ, მაგალითად შარლიზ ტერონი Dior-თან თანამშრომლობს, ქეით ბლანშეტი Giorgio Armani-ს სახეა და ა. შ. კონტრაქტებში გარკვევით უწერიათ, თუ რამდენჯერ და რომელ ღონისძიებებზე უნდა მოირგონ ვარკსვლავებმა მათი ბრენდის ტანსაცმელი. უმეტეს შემთხვევაში, ამგვარ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე კაბებს შეკვეთით კერავენ, ამიტომ ისინი ძალიან ძვირადღირებული და ექსკლუზიურია. არის შემთხვევებიც, როდესაც დიზანიერები ბოლო კოლექციიდან უგზავნიან კაბის 60-მდე ვარიანტს ვარსკვლავების სტილისტებს ასარჩევად.image

დიდ როლს თამაშობს ზომაც. დიზანიერები უმეტესად XS და S ზომის კაბებს ქმნიან, ამიტომაც, თუკი მსახიობი მათ “სტანდარტებს" არ შეესაბამება, უარს ეტყვიან. მაგალითად, 2012 წელს მსახიობ მელისა მაკკარტის ექვსმა დიზაინერმა უთხრა უარი ზომის გამო.image
რა ღირს კაბები?

ცუდ ტონად ითვლება ოსკარის ცერემონიისთვის კაბის თვითნებურად შეძენა. 80 იან წლებამდე ვარსკვლავები სტილისტების დახმარების გარეშე არჩევდნენ კოსტიუმებს, მოდურ სახლებთან თანამშრომლობა კი მხოლოდ ძალიან ცნობილ ვარსკვლავებს შეეძლოთ, როგორებიც იყვნენ ელიზაბეტ ტეილორი და გრეის კელი.

ჯორჯო არმანი იყო პირველი, ვინც წითელი ხალიჩა ბრენდის რეკლამისთვის გამოიყენა. მალევე მის მაგალითს მიბაძა ჯანი ვერსაჩემ. 90-იან წლებში კი წითელ ხალიჩაზე მხოლოდ ცნობილი დიზაინერების სამოსში პოზირებდნენ ვარსკვლავები.image

დიზაინერები იხდიან ყველაფრისთვის. ისინი უხდიან ვარსკვლავებს იმისათვის, რო წითელ ხალიჩაზე მათ ტანსაცმელში იბრწყინონ. ფასი კი 150 000 დოლარიდან იწყება. თუკი ვარსკვლავი თანმხდება, მაშინ საკმაოდ ბევრ თანხას იღებს, სტილისტი პროცენტს შეთანხმებიდან, მოდის სახლი კი კარგ რეკლამას. არსებობს სხვა ვარიანტიც. თუკი დიზაინერთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გაქვს, ექსკლუზიურ კოსტიუმს მიიღებ და არა კონტარქტს. მაგალითად, ჯარედ ლეტო Gucci-ს დირექტორთან, ალესანდრო მიკელესთან მეგობრობს, ამიტომ, ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას სწორედ ამ ბრენდის ტანისამოსით ესწრება უპრობლემოდ.

სად ინახავენ ვარსკვლავები კაბებს ცერემონიის შემდეგ?

პასუხია-არსად. ისინი ვალდებულები არიან კაბა მოდის სახლს 48 საათის განმავლობაში დაუბრუნონ, რადგან ის მეტისმეტად ძვირადღირებულია კაბებს დიზაინერები ძალიან იშვიათად ჩუქნიან, ისიც, თუკი მიზეზი აქვთ. მაგალითად, ცნობილი მწვანე კაბა, რომელიც ნიკოლ კიდმანს ეცვა და ჯონ გალიანომ სპეციალურად მისთვის შექმნა, 2 000 000 დოლარი ღირს.


რა ბედი ეწევათ კაბებს ცერემონიების შემდეგ?

მოდის სახლები მათ საგულდაგულოდ ინახავენ და გამოფენებზე აგზავნიან, ან აუქციონზე ყიდიან.image

0
177
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0