x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
10 ნიშანი, რომელიც გასცემს მოუვლელ ქალს
სილამაზე სუბიექტური კონცეფციაა, ესთეტიკური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. სხვადასხვა დროს სილამაზის სხვადასხვა კანონები არსებობდა. შეიძლება არ იყო ლამაზი, მაგრამ იყო მოწესრიგებული, მოვლილი და მომხიბვლელი.



image



ქალურობა არის ხარისხი, რომელიც, თუ მოინდომებთ, აუცილებლად გამომუშავდება თქვენში. რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ მოძრაობა და ქცევები არ იგულისხმება, ის მოიცავს ჰიგიენას, ესთეტიკურობას და ჩაცმის სტილსაც. თავის მოვლა, ცოტა ქუსლი, შესაბამისი კაბები, კლასიკური საგნები - ეს ყველაფერი აუცილებლად დაგეხმარებათ შექმნათ თქვენგან "ქალური გამოსახულება".



შეიძლება არ იყო მოდის ექსპერტი, არაფერი გესმოდეს მაკიაჟის შესახებ, თუმცა ყველას სილამაზე პირველ რიგში უნდა იყოს სისუფთავე. მოვლილი ქალის გამოსახულება, სწორედ ამ გარკვეული წვრილმანებისგან შედგება. გახსოვდეთ, ზოგიერთმა დეტალმა შეიძლება გააფუჭოს შთაბეჭდილების მოხდენის საკითხი, ამიტომ მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით, წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მივიჩნიოთ ქალი მოუვლელად.




10 ნიშანი, რომელიც გასცემს მოუვლელ ქალს




1. შეუღებავი თმის ძირები... დიახ, სწორედ, რომ მოუწესრიგებელი თავი თმის ძირებიდან იწყება, რა კი გადაწყვეტ თმა შეიღებო, მაშინ ნუ დაუშვებ, რომ ის შეუღებავი გქონდეს და ბოლოები ძირისგან არსებითად განსხვავდებოდეს. image





2. თმის გაყოფილი, დაზიანებული ბოლოები. დამერწმუნეთ, რომ თმა, თმის სიგრძის მიუხედავად, რომელსაც წლებია იზრდით, თუ გაყოფილი და დაზიანებულია, ეს არაესთეტიკურობას და მოუვლელობას უსვამს ხაზს და საერთოდ არ გამოიყურება ლამაზად. image





3. აქერცლილი მანიკური. დაიმახსოვრეთ, სჯობს საერთოდ მოიცილოთ და ბუნებრივად იყოთ, ვიდრე ამ საშინელებით... image





4. გაზრდილი და მოუვლელი კუტიკულა. ხელები ყველაზე მეტად გასცემს ჩვენ სისუფთავეს. თუ გაზრდილია კუტიკულა და ფრჩხილებიც მოუწესრიგებელი, სხვა რომ წესრიგში გვქონდეს, ეს უკვე დიდი დარღვევაა. არ იფიქროთ, რომ ეს წვრილმანია და მას არავინ უყურებს. სინამდვილეში, ეს პატარა რამ ქმნის საერთო სურათს და დამერწმუნეთ, მას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. image





5. სახის პრობლემური კანი. სახეზე გამონაყარი და შავი წერტილები, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს არ უვლით - ვიცით, რომ ზოგჯერ ამ პრობლემებისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია. მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ არ უნდა თქვათ უარი სუფთა კანისთვის ბრძოლაზე, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა მოვლილი გარეგნობისთვის. არცერთი პროფესიონალური მაკიაჟი ისე კარგად არ გამოიყურება, როგორც სუფთა კანი, ასე რომ, გააკონტროლეთ რას ჭამთ, როგორ უვლით სახეს და ეცადეთ გამორიცხოთ აკნეს გამომწვევი მიზეზები. image





6. გაყვითლებული კბილები. ყავა, ჩაი და სიგარეტი, კბილების დაუძინებელი მტერია. თუ ამ ჩვევებზე უარის თქმის ძალა არ შეგწევს, მაშინ მიმართე სპეციალურ, გამათეთრებელ პროცედურებს, რომლებიც კბილებისთვის არც ისეთი საშიშია, როგორც ამას ბევრი თქვენგანი ფიქრობს. image





7. გადღაბნილი მაკიაჟი. გასაგებია, რომ დამღლელი და რთული დღე გქონდათ, მაგრამ ეს მიზეზი მაინც ვერ გამართლებთ და ვერ გაძლევთ უფლებას დილის მაკიაჟით იაროთ მთელ დღეს და გქონდეთ გადღაბნილი- ფანქარი, ტუში თუ ნახევრადწაშლილი ტუჩსაცხი. არ უგულებელყოთ ეს პრობლემა, ატარეთ სპეციალური პრაიმერი მაკიაჟის ქვეშ, ან იქონიეთ სველი ხელსახოცი, რომელიც მსგავსი სიტუაციისას დაგეხმარებათ შეისწოროთ ან მოიცილოთ ის. image






8. მშრალი და აქერცლილი კანი. ჩვენს კანს მუდმივი დატენიანება სჭირდება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშრალი კანი უფრო სწრაფად ბერდება და მიდრეკილია ნაოჭებისკენ, არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქერცვლა და სიმშრალე ძალიან ბინძურად გამოიყურება. სხვათა შორის, ეს ეხება არა მხოლოდ სახის კანს, არამედ ხელებსაც - რა შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე დამსკდარი კანის დანახვა ხელებზე? ამიტომ, ნუ დაივიწყებთ კანის დატენიანებას ყველა წესის შესაბამისად - ჩვენ ხომ ხმელთაშუაზღვისპირეთის კლიმატი არ გვაქვს? ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოთ!image






9. მოუვლელი წარბები. ვიცით, რომ ახლა მოდაში ბუნებრივი და სქელი წარბებია, თუმცა არა გაბურძგნული და მოუვლელი. ხაზი და სისწორე არ უნდა დაირღვეს. ამიტომ, გამოქვაბულის ადამიანებს ნუ დაემსგავსებით და სამ დღეში ერთხელ, ხელში პინცეტის აღებას ნუ დაიზარებთ. image






10. დამსკდარი ტუჩები. ტუჩის ბალზამი არის ის, რაც მუდამ უნდა იყოს თქვენ გევრდით. აკონტროლეთ, რომ ტუჩები იყოს მუდამ რბილი და დატენიანებული, ამისათვის კი გამოიყენეთ სპეციალური ბალზამი ან ზეთი. დამსკდარი ტუჩი გარდა იმისა, რომ არაესთეტიკურია, მტკივნეულია და მასზე წასმული ტუჩსაცხიც, დამიჯერეთ, რომ კარგი სანახავი ნამდვილად არ არის. image




იხილეთ აგრეთვე:



არაესთეტიკურობის 6 ნიშანი, რის გამოც მამაკაცს შეუძლია ქალის მიტოვებაimage





როგორ უნდა გამოიყურებოდეს "ნამდვილი ქალი"? - 16 ფოტოimage





როდის ტოვებს ქალი მოუვლელობის შთაბეჭდილებას და რა მოვიმოქმედოთ ამის თავიდან ასაცილებლადimage



1
1028
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1028
  
2021, 30 მარტი, 23:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1