x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალბატონების სტილი, რომელიც ყველა მამაკაცს ხიბლავს
რაზეა ქალი წამსვლელი იმისათვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს და მიიპყროს მისი ყურადღება? ყველაფერზე! მკაცრი დიეტები, მტკივნეული კოსმეტიკური პროცედურები, კოლოსალური თანხების ხარჯვა პარფიუმერიაში და ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ქალებს მართლა შეუძლიათ გაიღონ მიზნისთვის.


image



მიმზიდველობა მხოლოდ გარეგნული ნიშანი როდია, ის ასევე ხასიათის თვისებაა. როგორ ვიქცევით საზოგადოებაში, როგორ ვსაუბრობთ, როგორ ვიყენებთ ჟესტებს, როგორ ვრეაგირებთ გარკვეულ რაღაცებზე - ეს ყველაფერი კი მიმზიდველი იმიჯისათვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კარგი გემოვნება ტანსაცმელსა და სუნამოში.


მამაკაცისთვის, ქალზე წვდომის კონცეფცია საკმაოდ სუბიექტურია. ქალს მარტივად შეუძლია ტანზე მომდგარი მომხიბვლელი კაბით მივიდეს ოფისში სამუშაოდ და წამიერად მოინადიროს ბევრი თანამშრომელი მამრის გული და გახდეს ადვილად მისაწვდომი; ასევე, შეიძლება იყოს ქალის კატეგორია, მივიდეს ოფისში სამუშაოდ და გახდეს იქ მყოფი ყველა მამრისთვის მეგობრული და მხიარული თანამშრომელი.



საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული, თუმცა მანამ, სანამ ურთიერთობა ამ საფეხურამდე მივა, არსებობს გარკვეული ნიშანი, რისი მიხედვითაც მამარი შეიძლება მოიხიბლოს ქალბატონით.


მამაკაცებს ჯერ უყვარდებათ თვალით და ეს ნამდვილად ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მანდილოსანს მიაჩნია თუ მამაკაცს უყვარდება ის ვიზუალურად, ესეიგი აუცილებლად მექალთანეა, არა და, უბრალოდ მამრს უყვარდება თვალებით. "მიყვარს, როდესაც ის არის ლამაზი, მიმზიდველი, მოვლილი"- სწორედ ამ მიზეზს ახასიათებენ მამრები ქალბატონების მიმართ გაჩენილ სურვილში. ასე, რომ, დროა დაიწყოთ ისეთი ნივთეების შეძენა, რომლებიც თქვენს ქალურობას გაუსვამს ხაზს და არა ინდივიდუალურობას.




წარმოგიდგენთ გოგონების სტილიდან რამდენიმე მაგალითს, რომლებიც ყველა მეტად ხიბლავს მამრებს.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
546
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0