x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სასიკვდილო ხტომები დიდი სიმაღლიდან. მხტომელი ვალდებულია წყლის ზედაპირამდე მუცლით იფრინოს, ბოლო წამს კი სასიკვდილო დაცემა აიცდინოს

image მსოფლიოში ექსტრემალური სპორტის უამრავი სახეობაა და მათ ჩამოთვლას აქ არ დავიწყებ, რადგან ძალიან შორს წაგვიყვანდა.
ნორვეგია მოგეხსენებათ ერთერთი ყველაზე ცივი ქვეყანაა ევროპაში, ცივში ნორვეგიელების ხასიათს არ ვგულისხმობ, საუბარი მაქვს ქვეყნის კლიმატზე.
სწორედ ნორვეგიაში ტარდება ყოველწლიური ჩემპიონატი სასიკვდილო ხტომებში (არ შემშლია ზუსტად ასე ეწოდება ექსტრემალური სპორტის ამ სახეობას).
და რატომაა ან ექსტრემალური ან მით უფრო სასიკვდილო სპორტის სახეობა, რომელიც ოლიმპიურ სპორტის სახეობადაა მიჩნეული და ჩვეულებრივად ტარდება ოლიმპიადებზე?
განსხვავება ძალიან დიდია, ოლიმპიადაზე წყალში მხტომელებს აქვთ პრაქტიკულად ერთნაირი პროგრამა, რომელიც რამდენიმეჯერ ჰაერში გადატრიალების მერე აუცილებლად წყალში თავით ჩახტომით მთავრდება.
შესაბამისად რისკიც ნაკლებია.
სპორტის იგივე სახეობა რომელიც ექსტრემალური სპორტის რანგში გადის ბევრადაა განსხვავებული.
წყალში მხტომელი წყლის ზედაპირს აუცილებლად უნდა მიუახლოვდეს მუცლით და მხოლოდ ბოლო წამებში იქნებ სულაც წამს უნდა სცადოს წყალზე მტკივნეული ან სულაც სასიკვდილო დაცემა აიცილოს თავიდან და ვარდნის ტრაექტორიას ცვლის. ბევრს გამოსდის, ბევრსაც ვერა და ასეთების დასახმარებლად წყალში მუდმივად იმყოფებიან პროფესიონალი მყვინთავები, ხოლო გასაბერ კატარღაზე მაშველებისა და სამედიცინო პერსონალისაგან შემდგარი ბრიგადა, რომელიც უსწრაფეს დახმარებას უწევს დაზარალებულებს კლინიკაში გადაყვანამდე.
ნახეთ და შეაფასეთ ამ ექსტრემალების ხტომები. მასალა, რომ უფრო ლამაზი და სანახაობრივი ყოფილიყო, თქვენთვის სპეციალურად ავირჩიე ქალების ჩემპიონატი.

0
553
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
553