x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ძაღლი ორის წელი ელოდა პატრონს აეროპორტში-საოცარი ისტორია საბჭოთა წარსულიდან
image

ეს არის საოცარი ისტორია, რომელიც 1974 წელს დაიწყო ვნუკოვოს აეროპორტში.



მგზავრები თვითმფირნავ ილ -18 -ში ჩასხდომას ელიან . რიგში დგას მამაკაცი ძაღლით და როდესაც მისი რიგი დადგა, აღმოჩნდა, რომ ძაღლისთვის ბილეთი ჰქონდა, მაგრამ სავალდებულო ვეტერინარული სერტიფიკატი არა. მის გარეშე გერმანულ ნაგაზს ბორტზე არ აუშვებდნენ, პატრონი დიდხანს ედავებოდა აეროპორტის თანამშრომელს, მაგრამ უშედეგოდ.



მამაკაცი მოეხვია ძაღლს, მოხსნა საყელო და გაათავისუფლა. ძაღლმა იფიქრა, რომ სასეირნოდ გაუშვეს, სიხარულით გაიქცა, დაარტყა წრე თვითმფრინავს და როდესაც დაბრუნდა ადგილზე, აღმოჩნდა, რომ მისი პატრონი იქ აღარ იყო. თვითმფრინავმა აფრენა დაიწყო, ძაღლი მისდევდა, შემდეგ გაჩერდა და დიდხანს გასქცეროდა ლაინერს.


image

შემდეგი ორი წელი ძაღლმა აეროპორტში გაატარა. მისი პატრონი აღარავის უნახავს.ნაგაზმა, რომელსაც შემდეგ პალმას ეწოდებენ, ავტოსადგომზე გადაინაცვლა და იქიდან უყურებდა მოახლოებულ თვითმფრინავებს. როგორც კი ნაცნობი ილ-18-ს დაინახავდა, მაშინვე აეროდრომისკენ გარბოდა.

ასე ცხოვრობდა და იკვებებოდა პალმა "ვნუკოვოს" მზრუნველი თანამშრომლების დახმარებით, ეძინა ღია ცის ქვეშ და ცას გასცქეროდა.



ერთხელაც ბუნებრივია, ძაღლმა ილ 18– ის ეკიპაჟის ყურადღება მიიპყრო, კერძოდ ერთ – ერთმა მფრინავმა, ვიაჩესლავ ვალენტეიმ დისპეტჩერებს გადასცა, რომ წაეყვანათ ძაღლი, რადგან შეიძლება რომელიმე თვითმფირნავს ან მანქანას გაეჭყლიტა, მას ეგონა, რომ პალმა ერთ-ერთი თანამშრომლის იყო, შემდეგ მან აეროპორტის მუშებს გამოჰკითხა მის შესახებ და მაშინ გაიგო ერთგული გერმანული ნაგაზის შესახებ, რომელიც ახლოსაც არავის იკარებდა.

image

ძაღლის ისტორიამ, რომელიც პატრონს ელოდა, იმდენად შეძრა მფრინავი, რომ ამის გამო "კომსომოლსკაია პრავდას" რედაქციას მიაკითხა და კორესპონდენტ იური როსტს მოუთხრო ეს ამბავი.როსტმა თავიდან არც კი დაიჯერა ძაღლის, რომელიც "ილ-18"-ს ელოდებოდა, მაგრამ აეროპორტის ყველა თანამშრომელმა დაადასტურა მფრინავის მონათხრობი.

image

გაზეთში გამოქვეყნებულმა მცირე სტატიამ "ორი წელია ელოდება", რომლის ტირაჟმა 70-იან წლებში მიაღწია დაახლოებით 9 მილიონ ეგზემპლარს, გამოიწვია კოლოსალური რეზონანსი. დაახლოებით 20 ტომარა წერილი მოვიდა რედაქციაში და პალმა გახდა მთელს ქვეყნაში ცნობილი. მის დაჭერასაც კი ცდილობდნენ, რომ ბავშვთა სახლისთვის გადაეცათ, მაგრამ იგი არ დანებდა.

image

რა თქმა უნდა, პალმის წაყვანის მსურველი ბევრი იყო, თუმცა ბედმა გაუღიმა ივან კოტლიარევსკის (უკრაინული ლიტერატურის კლასიკოსი) შვილთაშვილს, ვერა კოტლიარევსკაიას.


პალმა ჯიუტად არ იკარებდა არავის, იგი "თავისიანებსაც" კი ილ 18- დან, დროებით უჩერდებოდა და ზედმეტი მოძრაობისთანავე გაურბოდა.

image

ვერა, რომელმაც იცოდა ძაღლის ასეთი თავისებურების შესახებ, შვებულება აიღო და ერთი თვით დასახლდა ვნუკოვოში. იგი მეთოდურად, ყოველდღიურად იპოვებდა პალმის ნდობა.... და მან ეს შეძლო. პალმა მიიჩვია.


image

ძაღლის კიევში გადასაყვანად მისი დაძინება გახდა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აეროდრომის ტერიოტორიიდან არ გამოვიდოდა. ძაღლმა უკვე კოტლიარევსკაიას ბინაში გაიღვიძა. მას აგრესია არ გამოუჩენია, მაგრამ მუდმივად გაქცევას ცდილობდა, ვერას თავიდან ფანჯრები და აივანი ყოველთვის დაკეტილი ჰქონდა. ექვსი თვის შემდეგ პალმა შეეჩვია ახალ სახლს, შეეჩვია იქაურობას, შემდეგ კი ლეკვებიც დაყარა.


პალმამ მოსიყვარულე და მზრუნველი ხალხით გარშემორტყმულმა გაატარა წლები. საინტერესოა, შეძლო თავის პატრონის საბოლოოდ დავიწყება, ვინც ასე დაუნდობლად უღალატა?



ბოლოს..რა თქმა უნდა გაინტერესებთ ალბათ სად გაქრა მისი პატრონი.ამბობენ, რომ "კომსომოლსკაია პრავდას" რედაქციაში მისულ წერილებს შორის იყო ნორილსკიდან გამოგზავნილი ძაღლის პატრონის წერილიც, მან დეტალურად აღწერა მისი ყოფილი შინაური ცხოველის გარეგნობა, ( თუნდაც დაზიანებული თვალი). პატრონმა პალმას ნამდვილი სახელიც არ გაამჟღავნა. როგორც კორესპონდენტმა იური როსტმა განაცხადა, იგი სამუშაოდ წავიდა ჩრდილოეთში, ჩაერთო იქაურ ორომტრიალში და დაივიწყა. სავარაუდოდ, ის ძაღლის დაბრუნებას აღარც აპირებდა.

0
329
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0