x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მარგარეტ ტეტჩერი- რკინის ლედის 15 შეუდარებელი ციტატა, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

image
მარგარეტ ტეტჩერს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი. მას არ ეშინოდა დაბრკოლებების და გართულებების, სწორედ ამის გამო, იყო პირველი და უკანასკნელი ქალი პრემიერ მინისტრი დიდ ბრიტანეთსი და ამ პოსტზე 11 წელიც დაჰყო. image

რკინის ლედის გენიალური ციტატები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს:


1. დამარცხება? ჩემთვის გაუგებარია ამ სიტყვის მნიშვნელობა.


2. როდესაც ხასიათს ქალი ავლენს, მას “ძუკნას" უწოდებენ, ხოლო როდესაც ამას მამაკაცი აკეთებს, მასზეამბობენ რომ “კარგი ბიჭია".


3. ყოველი ქალი, რომლისთვისაც ცნობილია დიასახლისობის პრობლემები, ახლოსაა იმასთან, რომ გაიგოს რასი მდგომარეობს ქვეყნის მართვის პრობლემებიც.


4. მამალი შეიძლება ყიოდეს, მაგრამ კვერცხებს მაინც დედალი დებს.


5. სახლი ქალისთვის ცენტრი უნდა იყოს და არა ცხოვრების საზღვრები.


6. ჩემზე პერსონალური თავდასხმები მახარებს, ეს ნიშნავს, რომ მტერს სხვა პოლიტიკური არგუმენტები აღარ აქვს.


7. მტერი უნდა შეისწავლოთ კარგად, იმისათვის, რომ ერთ დღეს მეგობრად გადააქციოთ.


8. ყველაფრის ღია გულით კეთება არ ღირს. გული დახურული უნდა იყოს, რათა მან კარგად იფუნქციონიროს.


9. ეკონომიკური თავისუფლების გარეშე, თავისუფლებაზე საუბარიც არ ღირს.


10. ქვეყნის სიმდიდრე სულაც არ არის აგებული მის ბუნებრივ რესურსებზე, ის მიღწეულია მათი არარსებობის პირობებშიც კი. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი არის ადამიანი. სახელმწიფომ მხოლოდ ხალხის ნიჭის აყვავების საფუძველი უნდა შექმნას.



11. ქალებს მამაკაცებზე ბევრად უკეთესად შეუძლიათ უარის თქმა.


12. როგორც წესი, 10 წამი საკმარისია ჩემთვის ადამიანის შესახებ აზრის ჩამოსაყალიბებლად, შემდეგ კი ის მყისიერად იცვლება.



13. ზრდილობა დღეს ძალიან ფასობს, თავხედობას კი ფასი საერთოდ არ აქვს.


14. სულარ არაა თანამოსაუბრეს დაეთანხმოთ, იმისათვის, რომ საერთო ენა იპოვოთ.


15. იყო ძლევამოსილი იგივეა რაც იყო ნამდვილი ლედი. თუკი სხვებისთვის ამის შეხსენება გჭირდებათ, მაშინ ძლევამოსილიც არ ხართ.

4
546
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
546
  
2021, 24 აპრილი, 9:13
ისეთი აზრები აქვს ამ ქალს,რომ აშკარად ქალების პრივილეგიებისთვის იბრძოდა. მსგავს რამეს კაცი მართველი არასოდეს იტყოდა და თუ იტყოდა,მას სტატიებს და რეკლამირებას კი არ გაუწევდნენ,ჩასაქოლად გაამზადებდნენ. რკინის ლედი იყო თუ ხის ეგ არ ვიცი,მაგრამ ერთი ცნობილია,ავსტრიული სკოლის ლიბერტარიანელი ეკონომისტი ჰაიეკი ყავდა მრჩევლად და მისი ნააზრევით მოქმედებდა. რატომღაც არ მახსენდება,ქალ ლიდერებს მრჩევლებიც ქალები ყოლოდათ. ასე იყო ტეტჩერიც და ასე იყო თამარიც. გიორგი III ლამის დააგინებინა თავის ერთგულებს,რომ ყოფილიყვნენ თამარის ერთგულები. თანასწორობის მომხრე მეც ვარ და ვეწინააღმდეგები "ქალი ვიცი კუხნაში",მაგრამ პრივილეგიების მოპოვება არ შეიძლება.

პ.ს. შესაძლოა მამალი ყივის და დედალი კერცხს დებს,მაგრამ მამლის გარეშე ის კვერცხი არ იქნება ნაყოფიერი. კერცხი მომავლის მომცემი მაშინ არის,როცა მამალიც და დედალიც ასრულებს თავის საქმეს. ცალცალკე ყივილიც გამოუსადეგარია და უმამლო კვერცხიც. ამიტომ არის ბუნებაში მდედრი და მამრი,ერთად აქვთ მომავალი და არა ცალცალკე. ეჭვი არ არის თანასწორობა მნიშვნელოვანია,ასე უფრო ხარისხიან მომავალს შექმნიან.
2021, 29 მარტი, 11:18
მე-4 მომეწონა ნამეტნავად))
0 1 4