x
image
ლანა92
იცით, რატომ არ იყინებიან პინგვინები? - მიზეზი გაგაოცებთ

image









ალბათ, ტელევიზიებში ხშირად გინახავთ, იმპერატორის (სამეფო) პინგვინები როგორ დგანან თოვლში, 40 გრადუს ყინვაში, პერიოდულად ადგილების მონაცვლეობით, რათა ყველას ჰქონდეს ანტარქტიდის ყინულოვანი ქარისაგან თავდაცვის შესაძლებლობა. მათი ბუმბული ფარავს თითქმის მთელ სხეულს, მხოლოდ ფეხები რჩება შიშველი. შეიძლება, გაჩნდეს კითხვა: რატომ არ იყინება პინგვინი ყინულზე, რომელზეც იგი დგას?

ყინულში გაყინვა ხდება მხოლოდ ერთი პირობით: თუ იგი დადნა თქვენი სხეულის სითბოსაგან, შემდგომ კი ისევ გაიყინა. პინგვინებთან ეს არ ხდება, რადგან მათი ფეხის თათები ცივია.

სიცივეში, პინგვინები, ისევე, როგორც ადამიანები, სითბოს დაკარგვის საფრთხეს ამცირებენ სისხლის ნაკადის შენელებით, დაწევით. ამასთან, მხოლოდ სისხლის ნაკადის შემცირება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ ფეხებიდან სისხლი ცივად არ უბრუნდებოდეს სხეულს.

გერმანელი მეცნიერების დასკვნით, პინგვინის ფეხებში არტერიები და სისხლძაღვები ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდაა განლაგებული, რომ მათ შორის ხდება სითბოს გაცვლა.

სამეფო პინგვინის ფეხები თითქმის გაყინულია, ტემპერატურა 0 -ზე სულ მცირედითაა მეტი. ისინი იმდენად ცივია, რომ ყინული პინგვინის ფეხებქვეშ არ დნება. რადგან ფეხქვეშ ყინული არ დნება, პინგვინი არ იყინება. ამ გზით მხიარული პინგვინები აქტიური, მოძრავი რჩებიან.

საინტერესოა, პინგვინის ქსოვილები არ განიცდის ატროფიას ცივი სისხლისაგან? " სისხლი არ იყინება იმდენად, რომ პინგვინს ზიანი მიაყენოს", - პასუხობს ამ კითხვაზე ექსპერტი. - ტემპერატურა საკმარისი რჩება ცირკულაციისა (მიმოქცევისა) და ქსოვილების საკვები ნივთიერებებით მომარაგებისათვის.




0
261
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0