x
image
ლანა92
გაიცანით მისტერ პიბლზი - მსოფლიოში ყველაზე პატარა ფისო, რომელიც გინესის რეკორდსმენია

image


















მსოფლიოში ყველაზე პატარა კატად მიჩნეულია მისტერ პიბლზი. იგი იმდენად ციცქნაა, რომ მყუდროდ და მოხერხებულად თავსდება ჭიქაში.















image









მისტერ პიბლსმა გინესის რეკორდი დაამყარა, როგორც კატის ოჯახის ყველაზე პატარა ზომის წარმომადგენელმა. იწონის მხოლოდ 1.5 კილოგრამს, ხოლო სიგრძეში (კუდის გარეშე) დაახლოებით 15 სანტიმეტრია. ამასთანავე, ფოტოზე მისტერ პიბლზი ზის არა ჩვეულებრივ, სტანდარტული ზომის სამზარეულოს ჭიქაში, არამედ ოდნავ დიდ მინის ჭურჭელში. ბოლოს და ბოლოს იგი ზრდასრული კატაა და არა კნუტი.

მსოფლიოში ყველაზე პატარა კატა, მისტერ პიბლზი დაიბადა აშშ-ში, ილინოისის შტატში. მისი პატრონი რობინ სვენდსონია, სახელი "მისტერ პიბზლი" შინაურ ცხოველს დაარქვა ერთ-ერთი სერიალის გმირის საპატივცემლოდ. როგორც ექიმები აცხადებენ, კატის ამგვარი მცირე ზომა განპირობებულია გენეტიკური დეფექტით, რამაც შეაჩერა კატის ზრდა.










0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0