x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეჰ, ბ-ნო ბიძინა ციხე ისევ შიგნიდან გაგიტყდათ" - ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს პირადად მიმართავს: "პოპკორნით ხელში ვზივარ და ვაკვირდები მიმდინარე პროცესებს. ფაქტია, ვიღაცა (ვიღაცეები) ჩანაწერების საქმეზე თადარიგს იჭერს და ალიბს იკეთებს! ეჰ, ბ-ნო ბიძინა, ციხე ისევ შიგნიდან გაგიტყდათ. საკუთარ სინდისთან მართალი ვარ - სწორად ვიბრძოდი, სწორი აქცენტებით და სამიზნეებით, შაბათ კვირას ორ არხზე გავიდა ორი სიუჟეტი, საიდანაც გავიგეთ რა დავალებებს აძლევდნენ (ასრულებდა) ტიპი სუსში. პირადი ფირებით დაწყებული სახლების გაღებით დასრულებული. ძაღლების მალიარი რომ გეყოლებათ სუსის უფროსის მოადგილე, უარესი გეკუთვნით. ჰოდა, როგორც გაირკვა ტიპს არქივიც გაუზიდია, სახელმწიფო საიდუმლოც, და საპროცესო გარიგებაც მიუღია (კაცმა არ იცის, რა დამსახურებისთვის) ირაკლი შოთაძე უკვე გადადგა? სუსის უფროსი? განმარტებები გაკეთდა რატომ უშვებენ? მხოლოდ ადვოკატის აზრი მოვისმინეთ - მოინანია, აღიარა, პროკურატურა გაგებით მოეკიდა ! ჰო, ეს "უცნობი" ადვოკატი მოსამართლის ქმარია ! - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.












0
1055
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1055