x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
დღეს გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვიდა
image


უკვე დღე­ი­დან გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად „დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის“ ბოლო, მეშ­ვი­დე ტომი, გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც სამ თე­მას აერ­თი­ა­ნებს: სახ­ლის სტრუქ­ტუ­რა, უსაფრ­თხო­ე­ბა და ჯან­დაც­ვა. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 11.50.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ „დიდი ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 7 ტომ­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­როს აერ­თი­ა­ნებს. უკვე გა­მო­ი­ცა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ექ­ვსი ტომი, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში და­ი­კა­ვა სა­პა­ტიო ად­გი­ლი. დღე­ი­დან კი მკი­თხველს ბოლო, მეშ­ვი­დე ტო­მის, შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა.


ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ამ ტომ­ში მო­ცე­მუ­ლი თე­მე­ბი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით და ყო­ფით პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.



სახ­ლი


სახ­ლის ექ­სტე­რი­ე­რი და ინ­ტე­რი­ე­რი, სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი, გა­სათ­ბო­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ელექტრო­ო­ბა, ჰა­ე­რის კონ­დი­ცი­რე­ბა, ავე­ჯი­სა და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა... - ეს იმ თე­მე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის მეშ­ვი­დე ტო­მის პირ­ველ ნა­წილ­ში გა­ეც­ნო­ბით. ეს ნა­წი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ახლა იწყე­ბენ ან ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი აქვთ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა და ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებ­ში ჯერ ვერ გარ­კვე­უ­ლან.


სა­ზო­გა­დო­ე­ბა


ამ ნა­წილ­ში წა­ი­კი­თხავთ, რო­გო­რია ქა­ლა­ქე­ბის მო­წყო­ბა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და ნო­მენკლა­ტუ­რა; აქ­ვეა მო­ცე­მუ­ლი დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ეკო­ნო­მი­კის, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, რე­ლი­გი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა: ვა­ლუ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი, აბ­რე­ვი­ა­ტუ­რე­ბის ნი­მუ­შე­ბი, სა­სა­მარ­თლო და ციხე, ბიბ­ლი­ო­თე­კა და სკო­ლა, რე­ლი­გი­ა­თა ქრო­ნო­ლო­გია, ჰე­რალ­დი­კა და სხვ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ვე თავ­ში წა­ი­კი­თხავთ საბ­რძო­ლო ია­რა­ღე­ბის შე­სა­ხებ - ყვე­ლა ია­რა­ღი, რაც კი კა­ცობ­რი­ო­ბას ჰქო­ნია უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან დღემ­დე.


უსაფრ­თხო­ე­ბა


ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თემა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ვი­ზუ­ა­ლუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ამ ნა­წილ­ში წა­ი­კი­თხავთ, უსაფრ­თხო­ე­ბაა. გა­ი­გებთ, რო­გორ უნდა აი­რი­დოთ თა­ვი­დან ხან­ძა­რი, რო­გორ და­იც­ვათ თავი საფრ­თხის შემ­ცველ ვი­თა­რე­ბა­ში, რომ თქვე­ნი და სხვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლოთ.


ჯან­დაც­ვა


რას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აფ­თი­ა­ქი, რამ­დე­ნი სა­ხე­ო­ბის წა­მა­ლი არ­სე­ბობს და ა. შ. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის მეშ­ვი­დე ტომ­ში ჯან­დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა სა­ჭი­რო ტერ­მინ­სა და ილუსტრა­ცი­ას იხი­ლავთ.


ტრა­დი­ცი­უ­ლად, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ეს ტო­მიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ილუსტრა­ცი­ე­ბით არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რაც ნივ­თე­ბი­სა თუ პი­რო­ბი­თი ნიშ­ნე­ბის აღ­წე­რას უფრო თვალ­სა­ჩი­ნო­სა და მარ­ტი­ვად აღ­საქ­მელს ხდის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ორე­ნო­ვა­ნი (ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი) ტერ­მი­ნო­ლო­გი­აც, რაც ამ გა­მო­ცე­მას გან­სა­კუთ­რე­ბულ გან­სა­კუთ­რე­ბულ პრაქ­ტი­კულ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას სძენს.


შე­გახ­სე­ნებთ, ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის ბოლო, მე-7 ტო­მის, შე­ძე­ნა უკვე დღე­ი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 10 ლარი, გა­ზეთ­თან ერ­თად - 11.50.



0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0