x
image
თუთიკო ბერძენა
"დაე, მე შევიდე სასუფეველში, დანარჩენებს კისერიც უტეხიათ" ... რა არის სიკეთე - ძალა თუ სისუსტე?
image

რა არის სიკეთე - ძალა თუ სისუსტე?

მათეს სახარების მიხედვით, იესო ჰყვება ათი ქალწულის იგავს. თქვენი შვილების ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო სახელმძღვანელოში ისწავლება ეს იგავი: "სასუფეველი ჰვას 10 ქალწულს, რომელთაც აიღეს ლამპრები სიძის მისაგებებლად. 5 მათგანი ბრძენი იყო და მატ ლაპმრებისთვის ზეთი მოიმარაგეს. სულელებს კი ეს არ გაუკეთებიათ. სიძის მოლოდინში ქალწულებს მიეძინათ. შუაღამისას, როდესაც სიძის მოსვლა ეუწყათ, ქალწულებმა აირეს ლამპრები და გავიდნენ მისაგებებლად. სულელებმა სთხოვეს ბრძენს, მათთვისაც გაეყოთ ზეთი, რადგან ლამპრები უქრებდათ. ბრძენმა ქალწულებმა ურჩიეს, წასულიყვნენ და თავადაც ეყიდათ, რადგან ყველას ვერ ეყოფოდა ზეთი. ქალები ასეც მოიქცნენ. ამასობაში მოვიდა სიძე. ბრძენი ქალწულები შეხვდნენ ანთებული ლამპრებით, შევიდნენ ქორწილში და ჩაკეტეს კარი. შემდგომ მოვიდნენ ზეთის საყიდლად წასულებიც, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდათ და სიძემაც აღარ მიიღო"
საღვთისმეტყველო ლიტერატურის მიხედვით, ლამპარში ჩასხმული ზეთი არის ის კეთილი საქმეები, რაც უკეთებია ადამიანს თავისი ცხოვრების განმავლობაში და რასაც შესაბამისად დაუფასებს უფალი სასუფეველში.


მკრელეხობად მიიჩნევენ მორწმუნე ადამიანები მათეს სახარებასთან და, მით უფრო, იესოს იგავთან ოპონირებას, მაგრამ ნებისმიერ აზრს, რომელიც კივას სცემს პასუხს, აქვს არსებობის უფლება.

ეს იგავი თითქოს სიკეთის თესვის პროპაგანდაა, მაგრამ კითხვის ნიშნებს აჩენს...
image

ისევ ქალწულებმა, რომლებიც სიძესთან (ღმერთთან) შესახვედრად წინა დღით ზეთს იმარაგებდნენ, არ ურჩიეს დანარჩენ უცოდინარ ქალწულებს ზეთის მომარაგება, არც გაუყვეს, დახმარების სათხოვნელად მოსული ქალწულები ცივი უარით გაისტუმრეს, მხოლოდ ურჩიეს, წასულიყვნენ და თავადაც ეყიდათ. თვითონ ამ ქალწულებმა გამოუსადეგარი "სიკეთე“ გაუკეთეს დანარჩენ ქალწულებს. და მაინც, სწორედ ის ქალწულები დააფასეს სასუფეველში, რომლებმაც უარი თქვეს დახმარების ხელის გაწვდენაზე? არადა, ბრძენი ქალწულებიო. ცოდნა სიკეთის გარეშე ხომ ეშმაკის სიბრძნეა? ტყუილად არ უთქვამს ედგარ პოს: ზედმეტი ცოდნა ეშმაკის კვალზე დგომააო. თანაც ამ ქალწულებმა თქვეს, რომ თუ სხვებს ზეთს გაუყოფდნენ, მათ აღარ დარჩებოდათ საკმარისი ზეთი სასუფეველში შესასვლელად. ანუ აქაც ეგოცემტრიზმი - მხოლოდ საკუთარ "მეს" გადარჩენაზე ზრუნვა და ფიქრი, "დაე, მე შევიდე სასუფეველში, დანარჩენებს კისერიც უტეხიათ" . დავუშვათ, რომ რომელიმე ქალწულმა ზეთი გაუყო დანარჩენებს, მაშინ თავადაც არ დარჩებოდა საკმარისი ზეთი და სასუფეველში ვეღარ შევიდოდა, აქედან ხომ ჩანს, რომ სიკეთე სისუსტეა? სიკეთე არ დიდდება, სიკეთე არ თვითგენერირდება. ეგებ და სწორედ სხვებისთვის გადანაწილებას გაეძლიერებინა იგი? ან "სიძეს" რატომ არ უნდა ჩაეთვალა ბრძენ ქალწულთა სიკეთედ ის, რომ მათ სხვების სულის გადარჩენისთვისაც იზრუნეს და გაუყვეს ის, რაც თვითონ მთელი ცხოვრება აგროვეს? მგონი, ეს ყველაზე დიდი სიკეთე იქნებოდა, რომელიც დანაკლის ზეთს პირადმდე აუვსებდა ამ ბრძენ, მაგრამ ძუნწ, ეგოცენტრულ ქალწულებს.

დღესაც "სიკეთე" შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ადამიანური სისუსტე, როცა მთელი მსოფლიო თვითგადარჩენისკენაა მომართული.

სიკეთე რომ ძალა იყოს, ამდენი ბოროტება დედამიწაზე არ იქნებოდა. ფოიერბახი ამბობს, რომ ბოროტება სუბსტანციაა. თუ ფოიერბახს დავუჯერებთ, მაშინ, ლოგიკურად, სიკეთეც სუბსტანციაა (მაგ. ჩვენს იგავში - ზეთი ). ეს ორი სუბსტანცია ებრძვის ერთმანეთს და მძლავრობს ბოროტი. აბა, მიმოიხედეთ, რამდენი მდიდარი, წარმატებული, ბედნიერი ადამიანი დადის ირგვლივ, რომელმაც ამ ყველაფერს ბოროტებით, სხვათა დაბეჩავებით, სხვებზე გადავლით, წართმევით, წაგლეჯვით, სხვისთვის ვერგამეტებით, მოტყუებით მიაღწია! იშვიათად შეხვდებით და თითქმის ვერც კი შეხვდებით კეთილ და ერთდოულად მდიდარს, კეთილს და თანამდებობრივად მაღალ საფეხურზე მდგომს, წარმატებულს. რადგან სიკეთის გზა იმდენად სუსტია, რომ ის მიწაზე მყარად ვერ გაყენებს, ვერც მატერიალურად გამდიდრებს, ვერც მატერიალურ „სიკეთეებზე" მიგაწვდენინებს ხელს, ვერც ამქვეყნიური იერარქიის მაღალ საფეხურებზე აგიყვანს. მას მხოლოდ ზეცისკენ მიმავალ ბილიკზე შეყენება შეუძლია, მხოლოდ არაამქვეყნიური, ზეციური „წარმატების“ იმედის მოცემა შეუძლია.


კოსმოსს ავსებს არსებობს შავი მატერია და შავი ენერგია.


image



შავი მატერია ქმნის, შავი ენერგია კი შთანთქავს და ანადგურებს. მათ შორის გარკვეული ბალანსია, თუმცა წონასწორობა მაინც შავი ენერგიისკენაა გადახრილი. ეს ნგრევა იწვევს შავი ხვრელების გაჩენას, კოსმოსურ კატაკლიზმებს და გალაქტიკების კვდომას და ახალი გალაქტიკების წარმოქმნას ძველის ადგილზე. ჩვენ ადამიანები კოსმოსის პაწაწინა მოდელები ვართ. თვითონ ადამიანშიც ორი საწყისი ებრძვის ერთმანეთს: ეშმაკი და ანგელოზი. დოსტოევსკი ამბობდა, სატანა ებრძვის ღმერთს და ბრძოლის ველი ადამიანის გულია. ეშმაკი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანთა უმრავლესობაში მყოფ ანგელოზს უჭირს მასთან გამკლავება და სწორედ ამის შედეგია დაპყრობითი ომები, ტერორიზმი, ხელოვნური პანდემიები, ნებისმიერი კრიმინალი, რომელიც ასე მძლავრადაა ფეხმოკიდებული დედამიწაზე.

ოდესღაც ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა მშვენიერი, მაგრამ ცივილიზაციამ, გარეგანმა პირობებმა იგი გააფუჭა, გარყვნა. ლევ ტოლსტოი, ჯვრის ნაცვლად, ჟან-ჟაკ რუსოს სურათს დაატარებდა. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მას მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანი ბუნებით კეთილია. მაგრამ, მოდი, ერთი წუთით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: ნამდვილად ასეა თუ არა ეს? კეთილშობილმა და ნიჭიერმა ადამიანმა, ევგენი ევტუშენკომ თავის ერთ-ერთ ლექსში დაწერა: „მე მჯერა ადამიანის“. თუმცა იქვე იგი ანადგურებს ყველა ტირანს, დიქტატორს, სალაზარს, ბერიას. მაგრამ ისინიც ხომ ადამიანები იყვნენ? ვის უნდა დავუჯეროთ? რატომ უნდა გვჯეროდეს კეთილის, ბოროტის კი – არა? ივანე მრისხანის სინდისის ქენჯნის გაგებაც შეიძლება. ის ქრისტიანული მცნებებით აღზრდილი ადამიანი იყო და იცოდა, რომ უდანაშაულო სისხლის დაღვრა ცოდვაა. ის სისხლს ღვრიდა. შემდეგ ნანობდა და წუხდა. შემდეგ ისევ სისხლს ღვრიდა და ისევ იტანჯებოდა. ის გამუდმებით იტანჯებოდა. როგორი სატანჯველი უნდა ჰქონოდა, ვთქვათ, სტალინს? ის მიიჩნევდა, რომ ხალხი, უბრალოდ, ნახირია და მეტი არაფერი, დღემოკლე არსებები, რომელთა დახოცვაც შეიძლება. დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო პერიოდში დაწერა „გალობანი სინანულისანი“, სადაც ყველა იმ სისასტიკეს (იმ კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისაც სჯიდა - ბოროტებას) ინანიებდა, რაც ქვეყნის სასიკეთოდ ჩაიდინა.

არის თუ არა სიკეთე ობიექტური, თუ ის ადამიანების მიერ მოგონილი პირობითი კატეგორიაა? თუკი სიკეთე პირობითი კატეგორიაა, მაშინ ადვილია მასზე უარის თქმა, მისი უკუგდება და საკუთარი კრიტერიუმების დადგენა. ეგოცენტრიკის მოდელი ასეთია: სიკეთე არის ის, რაც მომწონს მე, ბოროტება კი – რაც არ მომწონს. ისე, როგორც ეს ერთ-ერთი მისიონერის შესახებ გავრცელებულ ისტორიაშია მოთხრობილი, რომელსაც უნდოდა წარმართისათვის გაეგებინებინა, თუ რა არის სიკეთე და ბოროტება, და ამ მიზნით ჰკითხა მას:

- აი, თუკი შენ ძროხას მოგპარავენ, ეს ბოროტებაა?

– დიახ, ეს ბოროტებაა.

– თუკი შენ მოიპარავ ძროხას?

– მაშინ ეს სიკეთეა.

ჩვენ ყველანი დაახლოებით ამ პოზიციაზე ვდგავართ, რადგან ეგოცენტრიზმი ნიშანდობლივია ადამიანისათვის.

image

სიკეთე თავისთავად სუსტია და სიკეთეს გაძლიერება სჭირდება. სიკეთის შედეგი კი შეიძლება იყოს ძლიერი. ეს შედეგი ღვთაებრივი წარმატებაა, ღვთაებრივი სიმდიდრეა, ღვთაებრივი ბედნიერებაა. სადღაც იქ, ზეცაში.

0
226
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0