x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინგუშებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ქართველი ერის უანგარო მეგობრები არიან

image გაზაფხულზე, როგორც წესი თოვლი დნობას იწყებს ზვავები და მეწყრის ჩამოწოლა უღელტეხილებზე "ახალი ხილი", რომ არაა მგონი ყველამ კარგად ვიცით.
ისიც კარგად ვიცით რუსეთთან ამჟამად დამაკავშირებელი ერთადერთი გზა სამაჩაბლოს და აფხაზეთის ოკუპაციის გამო ლარსის გავლით რომაა. რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ლარსამდე ზვავის ჩამოწოლის გამო გზა რამდენიმე დღით ჩაიკეტა რუსეთის მხარეს, როგორც რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან გზის გაწმენდა მიმდინარეობს, მაგრამ ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო ტექნიკა გარკვეული დროით და ღამის საათებში მთლიანად წყვეტს მუშაობას, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ტრაილერების დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი.
აღნიშნულ ტერიტორიაზე არც სასადილოებია და არც მარკეტები მძღოლებმა და მგზავრებმა პროდუქტი, რომ შეიძინონ. სწორედ ასეთ დროს გამოჩნდნენ მოძმე ინგუში ერის შვილები, რომლებიც სასმელი წყლით და საკვები პროდუქტით დატვირთული მანქანებით მიადგნენ ტრაილერების კოლონას.
ინგუშებმა ყველაზე ადრე წყალი და პროდუქტები ქართველებს დაურიგეს რასაც გაოცებული ადევნებდნენ თვალებს იქ მყოფი სხვა ერის წარმომადგენლები.
ინგუშები ის ერია, რომელსაც უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად არც აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში და არც სამაჩაბლოში რუსეთ-საქართველოს საომარ დაპირისპირებაში ქართველების წინააღმდეგ არ უბრძოლია.
დიდი მადლობა თქვენ, ჩვენო ინგუშო მეგობრებო.
ასევე დიდი მადლობა ჟურნალისტ, ქალბატონ შორენა მარსაგიშვილს ამ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო.
image

0
180
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
180