x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შესაძლოა თუ არა მეგალოდონის არსებობა მარიანას ღრმულში? (მეცნიერთა ანალიტიკა)

თანამედროვე მეცნიერება ლოგიკურად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით მეგადოლონის სახეობის ზვიგენი აღარ არსებობს, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია, რომლის თანახმადაც შესაძლოა ამ პრეისტორიულმა არსებამ დღევანდელ პირობებში არსებობა გააგრძელოს. ამისთვის საჭიროა სპეციალური ადგილები, მაგალითისთვის როგორიცაა, მარიანას ღრმული და მსგავსი ღრმა წყლები...


image






მეგალოდონები დედამიწაზე ბინადრობდნენ დაახლოებით 15-20 მილიონი წლის წინ, მათ დღევანდელი ზვიგენების წინაპრებად მიიჩნევენ. მეგადოლონი საშუალოდ 15-20 მეტრამდე იზრდებოდა, ხოლო მათი წონა 40 ტონამდე აღწევდა. მათი გადაშენება ძირითადად კლიმატის ცვლილებამ განაპირობა.


image




არსებობს თუ არა ვარიანტი იმისა, რომ მეგალოდონი დღეს მარიანას ღრმულში არსებობდეს?


ამ ყველაფერს თუ ავხსნით აქამდე გაკეთებული სამეცნიერო კვლევების გათვალისწინებით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მრავალი ვერსია არსებობს. მოდით ერთად განვიხილოთ:


image





პირველ რიგში, ამ გიგანტურ არსებამ რომ შეძლოს არსებობა, საკმაო რაოდენობით საკვებია საჭირო. მარიანას ღრმულის სიღრმეში ძირითადად ამფიპოდები ბინადრობენ, ზვიგენები და ვეშაპები ამ რეგიონში არ გვხვდება. აქედან გამომდინარე, ამფიპოდები ზომით ძალიან პატარები არიან, რის გამოც შეუძლებელია, რომ მეგადოლონმა არსებობა ამ თევზების ჭამით გააგრძელოს.


image




მარიანას ღრმულის ზედაპირზე რაც უფრო ამოვდივართ, მით უფრო მეტი სახეობის თევზი გვხვდება, მათ შორისაა ქარვა თევზი(amberfish), ეს თევზები მეგალოდონისთვის კარგ საკვებს წარმოადგენენ, თუმცა ეს ვერსიაც უნდა გამოვრიცხოთ, რადგან თუ მეგადოლონები ამ თევზით იკვებებიან, მაშინ ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო ამ თევზზე იმის ნიშანი, რომ ის ძლიერ თავდასხმას გადაურჩა. ასეთი მტკიცებულება დღემდე არ არსებობს!



image




გამოდის, რომ მეგალოდონები არ არსებობენ, ან კიდევ თუ ასე საიდუმლოდ განაგრძობენ არსებობას, მაშინ იკვებებიან სხვა არსებებით. შეგახსენებთ, რომ "მეგ"-ი ხორცისმჭამელი ბინადარი იყო.


რჩება ერთადერთი ვერსია, რომელიც ადამიანების მონათხრობს უკავშირდება. არსებული ვერსიით მეგალოდონი თვალით იხილა ათობით ადამიანმა და ისინი ამტკიცებენ, რომ ეს გიგანტური ვეშაპი ნამდვილად ისევ არსებობს და ისინი თვითმხილველები არიან. რამდენად დასაჯერებელია ეს მონათხრობი დამასაბუთებელი ფაქტების გარეშე ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის!


image























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<




სლენდერმანის ნამდვილი ამბავი - რა მოხდა სინამდვილეში?

image




4 უცნაურობა, რომელიც ოკეანის სიღრმეში იმალება

image




"ჩვენი ბავშვობა" - ამ ფოტოების მნიშვნელობას დღეს ბევრი ვერ მიხვდება...image





როგორი იქნება 2021 წელი თევზებისთვის?

image




5 ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც შესაძლოა 2021 წელს განხორციელდეს

image




დედიკოს გოგო - მონიკა ბელუჩის ქალიშვილი თავის სილამაზით მწვერვალისკენ მიიწევს...

image




როგორია ლესბოსელის ცხოვრება? - რთულ კითხვებს თავად ლესბოსელი პასუხობს!

image


0
955
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
955
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0