x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ალერგიული კანი ჰქონდა-მეგი ბაქრაძის ოჯახი მედპერსონალს ადანაშაულებს
imageახალციხეში გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წეერები და ახლობლები აცხადებენ, რომ აცრა სავალდებულო იყო ."ყველას უნდა გაეკეთებინა ან არავის, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვებდნენ სამსახურს"-აცხადებს ერთ-ერთი ნათესავი, აგრეთვე გოგონას ოჯახის წევრების განცხადებით, მეგის ალერგიული კანი ჰქონდა, ამიტომ აცრა არ უნდა გაკეთებულიყო, მათი აზრით კლინიკას არც ადრენალინი გააჩნდა და ახალციხიდან თბილისში ფაქტობრივად მკვდარი წაიყვანეს.


ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებამ საკუთარი ვალდებულება უნდა შეასრულოს და ობიექტურად გამოიძიოს მეგის გარდაცვალება, გამოძიება გრძელდება და დღესვე მზადდება ექსპერტიზის დასკვნა.რის შემდეგაც ოჯახი ალტერნატიული დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.


შეგახსენებთ, 18 მარტს 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, დაახლოებით 30 წუთში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის გამოც ის თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


აღსანიშნავია, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოში წამლებისგან გამოწვეული ანაფილაქსიური შოკის სულ 352 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 5 დასრულდა ფატალურად და აქამდე არცერთი არ იყო გამოწვეული ვაქცინით.


image

0
178
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0