x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავების სამარცხვინო წარსული, რომელთა დავიწყებაც ძალიან უნდათ

თუკი ცნობილი ხარ, მზად უნდ იყო იმისთვისაც, რომ ყოველ ნაბიჯსა და სკანდალს პრესა შეიტყობს და განხილვად თემად გახდის. აი ის შემთხვევები, რომლისაც ვარსკვლავებს დღემდე რცხვენიათ.



რობერტ დაუნი უმცროსი- როდესაც მორიგი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ რობერტს ჰკითხეს, როდის შეწყვეტდა კანონის დარღვევას, მან უპასუხა, რომ იმ ბიჭს ჰგავდა, რომელსაც იარაღი აქვს პირში და მეტალის გემო მოსწონს. გარდა ამისა, ის ყოფილი ალკოჰოლიკია და ნარკოტიკებთანაც ჰქონია პრობლემა.image



მიშელ როდრიგესი- ისევე, როგორც ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი, მიშელიც არაერთხელ დაუკავებიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი და სასირცხვილო კი ის იყო, რომ ერთ-ერთი დაკავების დროს მსახიობმა პოლიციელებს გამოსაცდელი ვადის შესახებ მოატყუა, რის გამოც 6 თვით ციხეში ჩასვეს.image



ლინდსი ლოჰანი- მსახიობს ალბათ დაკავების სურათების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს. არაერთხელ მომხვდარა სარეაბილიტაციო ცენტრებში, საიდანაც ისევ გარბოდა.image



ჯასტინ ბიბერი- მიუხედავად პატარა ასაკისა, ბიბერმა კანონების დარღვევა საკმარისად მოასწრო. ის დააკავეს საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში, ესეც არ იკმარა და პოლიციელებს დაესხა თავს.
image


პერის ჰილტონი- წვეულებების და გართობის მოყვარული პერისი კოკაინის შენახვის გამო დააკავეს. იმისდა მიუხედავად, რომ უკვე წლები გავიდა და ჰილტონიც “დაჭკვიანდა", ამ ეპიზოდს არავინ ივიწყებს.image


ვუდი ჰარელსონი- დღეს ის ყველასთვის საყვარელი მსახიობია, ახალგაზრდობაში კი რამდენჯერმე იყო დაკავებული მარიხუანას გამო, იმის გამოც, რომ ცდილობდა პოლიციელებს გაქცეოდა. და კიდევ, მისი მამა სერიული მკვლელია, რომელიც ციხეში სასჯელს იხდის.image


ჰიუ გრანტი-კომედიური მსახიობის რეპუტაია მაშინ შეილახა, როდესაც პოლიციელებმა ავტოსადგომზე დააკავეს მანქანაში მეძავთან სექსის დროს.image





0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0