x
image
ივერიონი
ელფის ყურები და ჭიპში საშო- ყველაზე უცნაური მოთხოვნები პლასტიკური ქირურგისთვის
image

- მინდა ფოსოები ლოყებზე! გამიხვრიტეთ ლოყა! ჭპში საშო მინდა გადმომიტანოთ! მინდა წვეტიანი ყურები! სილიკონის ეპოქაში, პლასტმასის განვითარებასთან ერთად ჩნდება ქირურგიის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები.

მაგრამ ეს ფსიქოლოგის პროფილია, ზოგჯერ ფსიქიატრისაც კი.

პლასტიკური ქირურგია თანამედროვე, სწრაფად განვითარებადი დარგია. ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ახალი ტექნოლოგია და ოპერაცია ჩნდება.

დღეს ნებისმიერი ფანტაზიის რეალიზება შეიძლება! მაგრამ ხშირად პლასტიკური ქირურგები კეთილსინდისიერებას იჩენენ და ფსიქოლოგებთან ამისამართებენ მათთან მისულ "პაციენტებს".

დავიწყებ ყველაზე საინტერესო შემთხვევით: ერთხელ პაციენტი ძალიან სპეციფიკური თხოვნით მივიდა მეგობარ პლასტიკურ ქირურგთან. მას სურდა ჭიპის გაკეთება ქალის ვაგინის ფორმით. გოგონა ამას ისტერიულად ითხოვდა, დაჟინებით. მ ტექნიკური თვალსაზრისით, ასეთი ოპერაციები, მართალია არასტანდარტულია, მაგრამ რეალურად გაკეთებადი. მართალია, ყველას განსხვავებული ფანტაზია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ეთიკური პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს: დღეს ადამიანს ერთი გემოვნება აქვს, ხვალ - განსხვავებული ჰქონდეს. გარდა ამისა, რაციონალობის პრინციპი ყველაფერში მნიშვნელოვანია. ეს პაციენტი კარგახანს დადიოდა გადმომისამართებით ფსიქოლოგთან.
გადავარწმუნეთ!

ელფების ყურები

20 წლის გოგონა იყო ეგზოტიკური თხოვნით მოვიდა კლინიკაში. მას სურდა საკუთარი თავი "ელფისებური" ყურებით ეხილა. ოპერაცია თავისთავად მარტივია: ხრტილში გაკეთდება ჭრილი, შემდეგ კი სპეციალური გზით იკერება, რომ მოხდეს ყურის ნიჟარების წაწვეტება. მაგრამ თითქმის შეუძლებელია ორგანოების პირვანდელი ფორმის დაბრუნება. ყურის ნიჟარა მრავალგვარ გართულებას იძლევა. გინახავთ ალბათ ძალოსანთა, მოკრივეთა ყურების დეფორმაცია, რაც ხრტილის დაზიანებითაა გამოწვეული. აქაც ფსიქოლოგია ჩაერთო და მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი კატეგორიული იყო, ბოლოს და ბოლოს და როგორც იქნა, გადაიფიქრა. "ოპერაციაზე უარს ვერ იტყვი: - პლასტიკური ქირურგი ხშირად ასეთი დილემის წინაშე დგას. ექიმის მიზანი ხომ ჯანმრთელობის აღდგენაა, მათ შორის ფსიქიკაზე მუშაობა?!. პლასტიკური ქირურგი ზოგჯერ დროის 70% -ს ატარებს იმის კვლევაზე, რომ დადგინდეს ადამიანის კომპლექსების ნამდვილი მიზეზები. როდესაც მოდიან ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ "ჯადოსნური" ყურები მოაგვარებს მათ პრობლემებს სამსახურში ან ოჯახში, მე უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ პაციენტების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.


ხშირად მამაკაცები დადიან მკერდის იმპლანტების დაყენების თხოვნით. არა, ისინი ტრანსგენდერი არ არიან: პლასტიკურ ქირურგთან მათი ვიზიტის მიზანია მკერდის რელიეფის შეცვლა. იმპლანტაები ანალოგიურია იმისა, რაც მამოპლასტიკის დროს გამოიყენება, მაგრამ ისინი უფრო მკვრივია და მკაფიო ფორმას ინარჩუნებენ. ასეთივე სილიკონის იმპლანტები კეთდება, მაგალითად, ქვედა ფეხის არეში, თუ ამ უკანასკნელის ფორმა და სისრულე არ მოწონს პატრონს.

image

პლასტიკური ქირურგების პრაქტიკის კიდევ ერთი საინტერესო, მაგრამ არცთუ სტანდარტული მოთხოვნაა დიმპლექტომია, ანუ ლოყებზე ნაპრალების წარმოქმნის ოპერაცია. მიზეზი მარტივია: გოგონებს სურთ უფრო ლამაზი და მომხიბვლელი იყვნენ და ასეთი მანიპულაციის გაკეთების თხოვნით ხშირად მიმართავენ ქირურგებს. სხვათა შორის, დიმპლექტომია არის მარტივი ოპერაცია, რომელიც ერთ საათზე ნაკლებ დროს საჭიროებს. ლოყის შიდა მხარე იკვეთება, იხსნება ცოტაოდენი ცხიმოვანი ქსოვილი - ასე მიიღება სასიამოვნო ფოსოს ეფექტი.



2011 წელს მედიამ გააჟღერა ახალი ამბები: ხუთი წლის ბიჭს დიდი ბრიტანეთიდან გაუკეთეს ... რქები! ეს უნდა გაკეთებულიყო მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო. ბავშვი შუბლის შუაგულში უზარმაზარი წითელი ლაქით- ჰემანგიომით დაიბადა. ლაქის მოსაშორებლად, ნიჭიერმა ექიმებმა ბიჭის შუბლზე კანი გადაჭიმეს რქის ფორმის იმპლანტანტების ჩასმით. ოთხი თვის განმავლობაში პატარა პაციენტი დადიოდა ამ ფორმით, რის შემდეგაც იმპლანტები ამოიღეს. ახლა ბავშვი კარგად გამოიყურება, არაფერი ახსენებს შესრულებულ ოპერაციას.

დროდადრო აბსოლუტურად ჯანმრთელ და მიმზიდველ გოგონებს რქის ფორმის იმპლანტებზე აქვთ მოთხოვნები. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია, რომლებსაც ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის კონტექსტად ვთვლი. აქ არანაირი სამედიცინო მითითება არ არის, არ არსებობს საჭიროება მოაშორო დეფექტი გარეგნულად ან გააუმჯობესო მისი სხეული. ადამიანებს სურთ სხეული ხელოვნების საგნად აქციონ და ფესვები შეიძლება ფსიქოლოგიურ ტრავმებში, ფობიებში ან ოჯახურ დრამებში იყოს. და სხვების რეაქცია ასეთ ოპერაციებზე შეიძლება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იყოს!

მე ყოველთვის პაციენტის მხარეს ვარ და ვცდილობ გავიგო მიზეზი. პლასტიკური ქირურგისგან გადმომისამართებულ პაციენტებთან ერთად ვფიქრობთ სასურველ შედეგზე. ახლა ამის მრავალი ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგალითად, გრაფიკული რედაქტორები ან 3D მოდელირება. ყველაზე მთავარია, არ გადალახოთ გონივრული საზღვარი!

საინტერესო სტატიები ფსიქოლოგიის მიმართულებით:

ქალი და მამაკაცი რატომ გიზიდავს ადამიანი, რომლისთვისაც სულერთი ხარ და რატომ არ გიზიდავს ის, ვისაც მოწონხარ. საიდან ასეთი უსამართლობა?

შიშის დაძლევის ყველაზე ეფექტიანი მეთოდები. იქეცი "უშიშად ვითარცა უხორცო!"


ფროიდმა გაარკვია ადამიანის ტანჯვის მიზეზები და შეიმუშავა 18 რჩევა ყველა შემთხვევისთვის

მარტივი რეცეპტი იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ მაშინაც კი, როცა ფინანსურად გვიჭირს ან საკუთარი წარმატების სივრცე ჩაკეტილია

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენის უმძიმესი შედეგები


საიდან ამდენი აგრესია ხალხში?!

0
134
3-ს მოსწონს
ავტორი:ივერიონი
ივერიონი
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0