x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
საბედისწერო დამთხვევები: ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც იმეორებდნენ თავიანთი გმირების ბედს
image

ანჯელინა ჯოლიმ, ბრედ პიტმა და სხვა მსახიობებმა, ამის გაცნობიერების გარეშე, გადაიღეს ეკრანზე ამბები, რომელოიც თვითონ ელოდებოდათ ცხოვრებაში. ბედის ირონიაა?


ლიამ ნისონი

imageკადრი ფილმიდან "რეალური სიყვარული"

ბრიტანელმა მსახიობმა შეასრულა ქვრივის როლი, რომელიც შვილს ზრდიდა მელოდრამაში "რეალური სიყვარული". გადაღების დროს, იგი თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო ბედნიერად დაქორწინებული ნატაშა რიჩარდსონზე. ლიამის ბედის საბედისწერო დამთხვევა მის პერსონაჟთან 2009 წელს მოხდა. ნატაშა თხილამურებზე სრიალისას მძიმედ დაშავდა. ორი ვაჟის დედა გარდაიცვალა თავის არეში დაზიანების გამო.





დევიდ დუხოვნი

image

ჰოლივუდის მსახიობმა გაიმეორა თავისი პერსონაჟის ბედი კალიფორნიული სერიალიდან. მისი პერსონაჟი ჰენკ მუდი განიცდიდა ჰიპერექსუალობას და ალკოჰოლს ბოროტად იყენებდა. დავითს იგივე პრობლემები აქვს. ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ მეუღლემ განქორწინება მოითხოვა. დუხოვნი მკურნალობდა კლინიკაში, მაგრამ ამან არ უშველა.




მიშელ დოკერი


image

დაუნტონის სააბატოს ვარსკვლავმა გადაიტანა ტრაგედია, როგორც მისმა პერსონაჟმა მერი კროულმა. სიუჟეტში არისტოკრატი ქალბატონი კარგავს საყვარელ ქმარს -ავტოკატასტროფაში ხვდება. რეალურ ცხოვრებაში, როლის შესრულების შემდგომ, მსახიობის საქმრო დიდი ხანი ებრძოდა კიბოს. ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. მიშელი არასდროს დაქორწინებულა ამ ტრაგედიის შემდეგ.


ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი



image

მსახიობების ბოლო ერთობლივი ფილმი საბედისწერო გახდა მათი ქორწინებისთვის. ფილმში ანჯელინას და ბრედის პერსონაჟები ცოლ – ქმარი იყვნენ, რომლებიც ურთიერთობის კრიზისში იმყოფებოდნენ. რეალურ ცხოვრებაშიც იგივე მოხდა. მრავალშვილიანი მშობლები ცდილობდნენ ქორწინების გადარჩენას, მაგრამ მათი განსხვავებული მიდგომები უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჯოლიმ განქორწინება მოითხოვა 2016 წელს, რადგან იმედი დაკარგა.


ანჯელინა და ბრედი ქორწინებაში ბედნიერები მხოლოდ ორი წლის განმავლობაში იყვნენან. ანჯელინა ჯოლი ქორწინების გადარჩენას სპეციალური ტატუით შეეცადა. მან ნახატი გაიკეთა ინტიმურ ადგილას, რომელიც ბრედს მიუძღვნა. განქორწინების შემდეგ, მსახიობმა ყურადღება გადაიტანა ბავშვების აღზრდასა და სოციალურ საქმიანობაზე. ვარსკვლავი გახდა არაჩვეულებრივი პროგრამის "ნათლია". ჯოლიმ პიტის საჩუქარი - მხატვრული ტილო გრანდიოზულ ფასად გაყიდა.


ბრენდონ ლი


image

ბრიუს ლის ვაჟის ტრაგიკული ბედი მოცულია მისტიკით. წარმოუდგენელი დამთხვევით, ახალგაზრდა მსახიობი ისევე გარდაიცვალა, როგორც მისი პერსონაჟი ფილმში "ყორანი". ბრენდონის პერსონაჟი უნდა დაღუპულიყო მუცელში ნასროლი ტყვიისგან. უნდა ესროლეს მუცელი. მთელი ჯგუფი შოკირებული იყო, როდესაც ლი დაშავდა ტექნიკური გაუმართაობის გამო, ბოლო ეპიზოდის გადაღების დროს. ტყვია მსახიობს მუცელში მოხვდა. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრენდონი ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა.


0
45
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0