x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ხავსში ჩაფლული სოფელი-მოჩვენება ჩინეთში, სადაც ბუნებამ ადამიანებზე გაიმარჯვა

image







ჩინეთის ერთ-ერთ კუნძულზე, შენშანზე მდებარეობს ადგილობრივთა მიერ 20 წელიწადზე მეტი ხნის წინ მიტოვებული სოფელი, სადაც დღეისათვის ბუნება მეფობს. შენშანის კუნძულის სოფელი ჰოუტოუვანი (ჰუტუანი). ესაა მოჩვენებათა სოფელი, რომელიც მოსახლეობამ დატოვა 90-იან წლებში, უკეთესი ცხოვრების პირობების მოსაძებნად.





image






სოფელი ჰუტუანი წარსულში იყო შენსის არქიპელაგის მთავარი ეკონომიკური ცენტრი. აქ ცხოვრობდა დაახლოებით 2000 ადამიანი და ადგილობრივები დაკავებული იყვნენ თევზაობით. 60 კმ.-ის დაშორებით, შანხაისთან მეზობლობამ სოფელ ჰუტუანს ზიანი მიაყენა: მეგაპოლისმა დაიწყო თევჭერა ტრაულერით (თევზსაჭერი გემით), რამაც გამოიწვია რესურსის (თევზის) ამოწურვა. ადამიანები დარჩნენ საკვებისა და სამუშაოს გარეშე. გარდა ამისა, სულ უფრო მწვავდებოდა განათლების მიღებისა და სამედიცინო მომსახურების საკითხები. შედეგად სოფლის მცხოვრებლებმა დაიწყეს საცხოვრებლიდან აყრა, გადაადგილება გასული საუკუნის 90-იან წლებში. ჰუტუანში თითქმის არავინ დარჩა. ჰუტუანს მაინც ვერ ვუწოდებთ ბოლომდე უკაცრიელ, ადამიანებისაგან დაცლილ ადგილს, რამდენადაც აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის, მათგან მიღებული შემოსავლით კი სოფელში მუდმივად ცხოვრობს 5 ადამიანი.






image





სოფელი-მოჩვენება, მცენარეებითა და ხავსით დაფარული ძალიან თვალწარმტაცია. ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ჯო ნეფისმა მოამზადა ლამაზი სურათებისა და ვიდეოების სერია, რომელიც აჩვენებს ბუნების გამარჯვებას ადამიანის მემკვიდრეობაზე.


0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0