x
image
ლანა92
ინდოელმა მეტყევეებმა იშვიათი ფერის, ყვითელი კუ აღმოაჩინეს

image








ინდოეთის სატყეო სამსახურმა 2020 წელს განაცხადა ყვითელი კუს აღმოჩენის შესახებ გუჯარათში. ასეთი ფერის მუტაციები ბუნებაში იშვიათია, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ამას ადამიანები ფიქრობენ.

ყვითელი კუ განეკუთვნება ინდური ნიჩბისებრი კუების სახეობას, რომლის გარსი ჩვეულებრივ მომწვანო-მოყავისფროა, მოყვითალო ლაქებით, მუცელი კი კრემისებრი თეთრი აქვს. სამხრეთ აზიის სხვადასხვა ნაწილში ნაპოვნია კუს ამ სახეობის სრულიად თეთრი ეგზემპლიარებიც.

რაც შეეხება ყვითელ კუს, უფრო ადრე, 1997 წელს იგი ნაპოვნია მიანმასა და ბანგლადეშში, რომელთაც ცოტა ხნის წინ ნაპოვნი ნიმუშის მსგავსი ანომალიები (გადახრები) ახასიათებდათ. გუჯარათში ნაპოვნი ყვითელი კუ სათევზაო ბადეში მოხვდა შემთხვევით. ველურ ბუნებაში ყვითელი (უცნაური შეფერილობის) კუს გადარჩენის შესაძლებლობა ცოტაა, რის გამოც იგი მეთვალყურეობის ქვეშ, ანუ "ტყვეობაში" დატოვეს.









image





ყვითელ კუს სურათი გადაუღო ინდოელმა ბიოლოგმა, დებანიშ შარმამ. როგორც ის აცხადებს, ადრეც უნახავს ყვითელი კუ.






image







კუს ყვითელი შეფერილობა ისეთივე ანომალიაა, გენეტიკური დაავადებაა, როგორც ზოგადად ალბინიზმი, რომელიც უმთავრესად ასოცირდება თეთრ შეფერილობასთან. ალბინიზმი შეიძლება, გამოვლინდეს როგორც თეთრი, ისე ყვითელი და ნარინჯისფერი პიგმენტაციითაც (ესაა ყვითელი და ნარინჯისფერი პიგმენტების : პტერიდინისა და კაროტინის სიჭარბე, დომინირება). მოვლენა ცნობილია "ქრონიკული ლეიკიზმის" სახელწოდებით. ალბინიზმის სახესხვაობა, რომელიც გამოწვეულია ყვითელი პიგმენტის დომინირებით, იწოდება, როგორც "ქსანტიზმი" ("ქსანტოქრონიზმი").

როგორც ბიოლოგები აღნიშნავენ, ყვითელი ალბინიზმი ამშვენებს კუს, ყვითელი ფერის კუ ძალიან ლამაზია შესახედად, თუმცა ეს ფენომენი ურთულებს ცხოვრებას ქვეწარმავალს, რამდენადაც ამღვრეულ წყალში ბუნებრივი ფერი უკეთ ეხმარება შენიღბვაში.

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0