x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შავი ნაყინი - ახალი პროდუქტი, რომლის დაგემოვნებაც ნამდვილად ღირს

image









საკვები პროდუქტების ახალ ტრენდს წარმოადგენს შავი ნახშირი, რომელიც დამზადებულია გააქტიურებული ნახშირისაგან და მისი მირთმევა შეიძლება, ზოგისათვის საშიშიც კი იყოს.





image




არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ შავი ნაყინის სარგებლიანობასა და ზიანს. პირველი მაღაზია, რომელმაც ეს ახალი პროდუქტი გაყიდა, იყო ნაყინის მაღაზია კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში "Little Damage", თუმცა იდეა ბევრს არ მოეწონა. მათ შავი ნაყინის გაურკვეველი შემადგენლობა, საიდუმლო რეცეპტი აშფოთებდათ. აღმოჩნდა, რომ ნაყინის შავი ფერი მიღებულია აქტივირებული ნახშირის საშუალებით. სპეციალურმა მაღაზიებმა მისი დამზადება ყველგან დაიწყეს.

ადამიანთა უმრავლესობისათვის სიახლე - შავი ნაყინი გემრიელი და უვნებელი დესერტია, მაგრამ ზოგმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. შეიძლება, გსმენიათ კიდეც, რომ გრეიფრუტი ზოგჯერ ახდენს ცუდ ეფექტს, ზემოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ იღებთ რიგ პრეპარატებს. აქტივირებული ნახშირისაგან დამზადებული შავი ნაყინის შემთხვევაშიც, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ და თუ მოცემულ ეტაპზე იღებენ მედიკამენტებს, თავი უნდა შეიკავონ მისი მირთმევისაგან. საქმე ისაა, რომ აქტივირებული ნახშირი ძლიერი აბსორბენტია (შთანმთქმელია) და მას შეუძლია, თქვენი ორგანიზმიდან მაშინათვე გამოდევნოს მიღებული პრეპარატი, ამდენად, უშედეგოდ ჩაიაროს მკურნალობამ. შავ ნაყინს, რომელიც შეიცავს აქტივირებულ ნახშირს, ამგვარი უარყოფითი ზემოქმედება აქვს არა მხოლოდ ავადმყოფებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც იღებს ვიტამინებს, ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს.


0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0