x
image
ლანა92
პოლონელი პენსიონერი უნიტაზთან 2-მეტრიან ანაკონდას შეეჩეხა - ნახეთ, რა მოიმოქმედა მან

image





73 წლის პოლონელმა პენსიონერმა ქალბატონმა თავის ბინაში 2-მეტრიანი ანაკონდა აღმოაჩინა. როგორც 2010 წელს მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, ქალაქ ვროცლავის ხანშიშესულ მკვიდრს საპირფარეშოში მოულოდნელი "საჩუქარი" დახვდა, უნიტაზიდან არც მეტი, არც ნაკლები, 2-მეტრიანი ქვეწარმავალი უმზერდა. როგორც კი ქალმა უზარმაზარი გველი შენიშნა, მაშინათვე დააფარა უნიტაზს თავსახური, გამოიქცა სააბაზანოდან და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებთან ერთად, ადგილობრივი ზოოპარკის თანამშრომლებიც მოვიდნენ და 2-მეტრიანი ანაკონდა დაიჭირეს.

უნდა ვიფიქროთ, რომ უნიტაზში ანაკონდა საკანალიზაციო მილებიდან მოხვდა. ქვეწარმავალი გადაიყვანეს ვროცლავის ზოოპარკში, პოლიცია კი ანაკონდას პატრონის ძებნას შეუდგა.







image

0
437
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0