x
image
ლიზა
ჩემი დაწერილი ლექსი...
image
მხოლოდ სიტყვები, წარსულზე ფიქრები...
თავზე მათოვენ სევდის ფიფქები,
მე ისევ მიყვარხარ, ლოდინით ვიღლები,
მაგრამ რა ვქნა, რომ ისევ მჭირდები?!

ჩემგან შორსა ხარ, მაგრამ კვლავ გელი,
ვდგევარ უფსკრულთან, ისევ მოგელი...
მე ისევ ისე უზომოდ მიყვარხარ,
ვიცი, რომ შენც მე ძლიერ გიყვარვარ,


მაგრამ რა არის ბედის ბორბალი,
ტრიალებს, როგორც ძაფის გორგალი,
მოჰქრის, მოფრინავს შავი ყორანი,
რომ წამიკითხოს მძიმე მორალი...

ჩემს და შენს შორის დიდი ხიდია,
ხიდია, რომელიც ბეწვზე ჰკიდია,
თუ არ გიყვარვარ მოდი ხელი მკარ,
და თუ გიყვარვარ გულში ჩამიკარ...

ალბათ ოდესღაც ის დღეც დადგება,
მოხვალ და გულში ძლიერ ჩამიკრავ
და თუ ეს ასე აღარ მოხდება,
იცოდე მე ამას ვეღარ ავიტან...

გპირდები სიცოცხლის ბოლომდე აგიტან
და რომ მოვკვდები ჩემსას გავიტან,
ზეცაში მუდამ ერთად ვიქნებით,
სიყვარულისთვის ყველაფერს ავიტან...


მაგრამ თუ უფალს არა სურს
ჩვენ ვერარ შევცვლით მის ნებას,
მაგრამ ჩემს გულში იმედი ცოცხლობს,
რომელიც ებრძვის განგებას...


თუმცა ხანდახან ბედიც სწორია,
რადგან გვანახა ქვეყნის რაობა
და ჩვენი ბედი რეალობაში,
იქნება მწარე არარაობა...

რა ვქნა მიყვარხარ ისევ ძლიერად
და დავიღალე მესულიერად,
ღმერთო დამლოცე და ნუ გამკიცხავ,
იმისთვის რასაც ყოველდღე ჩავდივარ...

მიცოცხლე დიდხანს, დიდხანს სუყველა
და მოგვიტევე ყველას ცოდვები,
რადგან ჩვენ ხომ გააფთრებული
ჯერ არ გვაქვს ცოდვები გააზრებული...




5
121
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
121
  
2013, 8 აპრილი, 4:59
არაპერს რის მადლობა *
2013, 7 აპრილი, 22:10
მადლობა შენ რომ წაიკითხე
2013, 7 აპრილი, 21:55
უმაგრესი ლექსია მადლბოა დამდებს :*
2012, 12 ივლისი, 1:37
მადლობა გაიხარე :))
2012, 8 აპრილი, 23:55
ძან კაია ლიზი საღოლ.....
0 1 5