x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ჩაიფიქრეთ სურვილი" - როგორ უნდა შევხვდეთ 20 მარტის გაზაფხულის ბუნიობას და ასტრონომიულ ახალ წელს, რომელიც მთელ წელზე მოახდენს გავლენას
image


გაზაფხულის ბუნიობა 2021 წელს 20 მარტს, თბილისის დროით 13:38-ზე დგება. ამ დროს მზე თევზების ზოდიაქოს 30 გრადუსიდან გადადის ვერძის პირველ გრადუსში. სასურველია, ამ დღეს ისეთივე განწყობა შეიქმნათ, როგორც ახალ წელს. ეს არის კიდეც ახალი წელი - ასტროლოგიური და ასტრონომიული. ძველად სწორედ გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ გადიოდნენ მიწათმოქმედები სამუშაოდ. ბუნიობა ზოგიერთ აღმოსავლურ ქვეყანაში ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. ნოვრუზი, ასე ეძახიან მას, ახალ დღეს ნიშნავს და ბუნების აღორძინებას სიმბოლოა.


ასტროლოგია შეისწავლის პლანეტების ციკლებს დედამიწასთან მიმართებაში. არსებობს 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ციკლი ჩვენი პლანეტისთვის: ყველაზე პატარა ციკლი დღე-ღამურია. რომლის წყალობითც ჩვენ გვაქვს დღე, შუადღე, საღამო და შუაღამე. საშუალო ციკლია მთვარის 28.5 დღის, ანუ პერიოდი ერთი ახალმთვარეობიდან მეორემდე. მესამე ციკლია 365-დღიანი ანუ წლიური, რომლის დროსაც მზე ოთხ მნიშვნელოვან წერილს გაივლის. ესენია გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობა და ზამთრისა და ზაფხულის მზებუდობა.


გაზაფხულის ბუნიობის დაწყებამდე, 20 მარტს, 10 წუთით ადრე მადლობა გადაუხადეთ წელს ყველა ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის. ზუსტ დროს კი ჩაიფიქრეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი სურვილი, რაც გინდათ, რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ამ წელს. სასურველია, თუ კეთილ განწყობას და პოზიტივს მთელ სამყაროს გაუგზავნით. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ სიკეთეს გაუგზავნით სამყაროს, მით მეტი დაგიბრუნდებათ. გამოასხივეთ სიყვარული, გაუგზავნეთ სამყაროს და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ გაორმაგებული.



image


გაზაფხულის ბუნიობის მთვარის მერვე დღეს უწევს, რომლის სიმბოლოც ფენიქსი ან ცეცხლია. კარგი იქნება გაწმენდა ცეცხლით. აანთეთ სანთელი და შემოიარეთ საცხოვრებელი. ძველად ამ დღეს ეზოში კოცონს ანთებდნენ, მის გარშემო წრეზე ტრიალებდნენ და ცეცხლზე გადახტომის რიტუალიც ტარდებოდა.


ძველად გაზაფხულის ბუნიობამდე რამდენიმე დღით ადრე მარხვას ინახავდნენ, წინაპრებს მოიხსენიებდნენ და სახლებსა და გარშემო არსებულ ტერიტორიას ასუფთავებდნენ. ანუ ათავისუფლებდნენ ადგილს ახალი ენერგიის მისაღებად, ცხოვრების ახალი, სუფთა ფურცლიდან დასაწყებად. ძველად ამ დღეს აცხობდნენ ჩიტების ფორმის ორცხობილებს, ღებავდნენ კვერცხებს, უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს. აგრეთვე არსებობს ასეთი რიტუალი, გაზაფხულის ბუნიობამდე შეგიძლიათ წყალში ჩაალბოთ თესლები, ბუნიობის დღეს კი მიწაში ჩარგოთ და სურვილიც ჩაიფიქროთ. წელს ბუნიობა მზარდი მთვარის პერიოდში დგება და ყველაფერი, რასაც დათესავთ, კარგად გაიზრდება.


image


როგორც უკვე იცით, ასტროლოგიურ ახალ წლამდე მზე თევზების ნიშანში იმყოფება, ეს არის მიმღეობის, მოთმინების, მიმტევებლობის, სიყვარულის სიმბოლო. თევზების ზოდიაქოს ბოლო 5 დღე განსაკუთრებულია, ის არის ერთი ციკლის დასასრულის და ახალში გადასვლის პერიოდი. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეებში მოგემატებათ უგუნებობა, წარსულზე ფიქრი და განცდა; ზოგიერთმა შეიძლება ენერგიის ნაკლებობაც კი იგრძნოს. თითქოს დაუცველი ხართ, შიშები გიპყრობთ. ამ დღეებში გირჩევთ, უარი თქვათ ხორცპროდუქტების მიღებაზე. უპირატესობა ხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს მიანიჭოთ. კარგი იქნება ბალახების ჩაი. სასურველია სუფთა იყოთ ფიქრებით, სიტყვებით, სხეულით. გული, ქცევა და ტვინი მხოლოდ სიკეთისკენ გქონდეთ მომართული. გადახედეთ გასულ წელს, გამოიტანეთ დასკვნები. აპატიეთ თავად და ბოდიში მოუხადეთ მათ, ვისაც განზრახ თუ უნებურად აწყენინეთ, დაუშავეთ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც წინსვლისა და გამარჯვებაში გიშლით ხელს.


15-20 მარტს პერიოდს დელფინის დღეები ჰქვია და ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებულები, ინტუიციითა და სიბრძნით არიან განთქმულები. აქვთ უნარი, ამოხსნან ყველაზე რთული საიდუმლოებებიც კი. მათ უმაღლესი ძალები მფარველობენ. არიან ადამიანის სულისა და სხეულის უნიკალური მკურნალები.


2021 წელს 20 მარტს ზოროასტრიული კალენდრის მიხედვით ცხენის წელი იწყება. და იგი 2022 წლის 20 მარტამდე გაგრძელდება. ცხენი არის სამართლიანობის, შრომისმოყვარეობის, ლიდერებისა და წინსვლის ტოტემი. ცხენი მიზანმიმართულ და შრომისმოყვარე ადამიანებს ეხმარება წარმატების მიღწევაში. თუ შრომასა და სამსახურს პირველ ადგილზე დააყენებთ, ფინანსური სირთულეები არ შეგექმნებათ. ცხენს არ უყვარს ფაციფუცი, ჯერ დაფიქრდით და ახალი ნაბიჯი მერე გადადგით. მიუხედავად შრომისა, ნურც დასვენებას დაივიწყებთ; უპირატესობა კი აქტიურ დასვენებას მიანიჭეთ. იმისათვის, რომ ცხენივით კარგი ჯანმრთელობა გქონდეთ, ბევრი იმოძრავეთ, - სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სირბილი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ. აი, სიზარმაცე, ხელშეკრულებების დარღვევა და ტყუილები ცხენის წელში კატეგორიულად გეკრძალებათ.


image


ცხენის წელს დაიბადნენ ადამიანები, რომლებიც წელს 32 და 64 წლის ხდებიან, უფრო კონკრეტულად კი ისინი, ვისი დაბადების დღეებიც დაემთხვა შემდეგ პერიოდებს: 1957 წლის 21 მარტიდან 1958 წლის 20 მარტამდე და 1989 წლის 21 მარტიდან 1990 წლის 20 მარტამდე. ამ წლებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან თავდაჯერებულობით, კეთილშობილებით, სიჯიუტით, გამძლეობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით. არ უყვართ წესების დარღვევა, არიან წესიერები და სუფთები. ასეთივე თვისებებით დაჯილდოებული ბავშვები დაიბადებიან 2021 წელს 20 მარტიდან 2022 წლის 20 მარტამდე.


image


ორი სიტყვით ასტროლოგიურად განვიხილოთ გაზაფხულის ბუნიობის დღე, რადგან ის მთელ წელზე ახდენს გავლენას. 2020 წელს, როცა მზემ ვერძის (ვერძი არის ლიდერი, დამოუკიდებელი, შეუპოვარი) პირველი გრადუსი გადაკვეთა და ახალი ასტროლოგიური წელი დაიწყო, მას შეურთდა ლილიტი (ცდუნებები და შიშები), ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ გასული წელი რთული იყო. წელს მზე პოზიტიურ დამოკიდებულებაშია სხვა პლანეტებთან და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გასულ წელთან შედარებით 2021 მეტად პოზიტიური იქნება. ვერძის მმართველი პლანეტა მარსი ახლა ტყუპის ზოდიაქოს ნიშანი იმყოფება. მის გვერდით არის მთვარე. ეს კონფიგურაცია მიანიშნებს, რომ გააქტიურდება კომუნიკაცია, ურთიერთობები, სწავლის სურვილი, მომატებული იქნება ინფორმაციულობა და ინტელექტუალურად განვითარების სურვილი. სიყვარულის პლანეტა ვენერა და გონების - მერკური ახლა თევზებში არიან და მიგვანიშნებენ, რომ დავეხმაროთ გარშემო მყოფებს, არ დავრჩეთ გულგრილები სხვისი ტკივილის მიმართეთ. მხოლოდ სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი და კეთილი სიტყვები (ქმედებებიც) უნდა გამოვავლინოთ. მერწყულში არსებული სატურნი და იუპიტერი გვეხმარებიან, სოციალურ სამყაროში არსებული კონსერვატიული და უსიცოცხლო ენერგების ტრანსფორმაცია მოვახდინოთ ახალსა და პროგრესულზე. მხოლოდ ერთი ასპექტი - ლილიტი კუროში გვაფრთხილებს, რომ დაკვირვებულები ვიყოთ მატერიალურ და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

გისურვებთ, ბედნიერი, ჰარმონიული, სიყვარულიანი და ბარაქიანი ასტროლოგიური წელი გქონდეთ, ჯანმრთელები იყავით!



ასევე დაგაინტერესებთ:



ყოველთვის მართავს ის, ვინც ნაკლებად შეყვარებულია - დომინანტი პარტნიორის 6 წესი

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

15 შეკითხვა, რომელიც წყვილმა ერთმანეთს უნდა დაუსვას, სანამ დაქორწინდება


მე არ ვარ ქალი, რომელიც გინდა, მე ვარ ქალი, რომელიც მალე დაგჭირდება


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში

8 ნიშანი იმისა, რომ კაცს ნამდვილად უყვარხართ!

რას გეძახით შეყვარებული? - მოფერებითი სახელების ფსიქოლოგიური ახსნა

5 სიტყვა, რომელსაც ქორწინება და სასიყვარულო ურთიერთობები დანგრევამდე მიჰყავს



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1189
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0