x
image
თუთიკო ბერძენა
სიკვდილის ექიმები: მედიკოსები, რომლებიც სერიული მკვლელები აღმოჩნდნენ

სერიული მკვლელებისა და მანიაკების შესახებ ყველა ისტორია საშინელებაა. მაგრამ როდესაც მკურნალი ხდება მწამებელი, ეს კიდევ უფრო უარეს განცდას იწვევს, რადგან მედიკოსის ფუნქცია ადამიანისთვის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაბრუნებაა. ადამიანები, რომლებზეც ვისაუბრებთ, ყოველთვის ოცნებობდნენ სხვების მკურნალობაზე და ავადმყოფების დახმარებაზე. მაგრამ მათ მოულოდნელად დაიწყეს მკვლელობების განხორციელება.

image

კრისტინ გილბერტი

ბავშვობაში ქრისტინ გილბერტი, მეტსახელად სიკვდილის ანგელოზი, მართლაც ნამდვილი ანგელოზი იყო: ის არაჩვეულებრივად ლამაზი გახლდათ და ადრეული ასაკიდანვე, მან შესანიშნავი ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოავლინა. წარმატებული ოჯახიდან იყო. დედა, მამა და პატარა და - ყველაფერში მხარს უჭერდნენ ქრისტინეს.



მაგრამ თინეიჯერობის ასაკში გოგონა შეიცვალა: წარჩინებული და ლამაზი გოგონა მოულოდნელად გახდა ნერვიული, უხეში და ექსცენტრული. მისი ქცევა იმდენად არაპროგნოზირებადი გახდა, რომ გარშემომყოფებმა თითქმის შეწყვიტეს მასთან ურთიერთობა. მასზე უარი თქვეს საუკეთესო მეგობრებმაც კი, რომლებიც დაიღალნენ კრისტინის დაუსრულებელი და თან ძალიან გამომგონებლური, სასტიკი ტყუილებით. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა გოგონას ბრწყინვალედ დაემთავრებინა სკოლა, შემდეგ კი სამედიცინო კოლეჯი. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში კრისტინი დაქორწინდა.


ახალგაზრდა ექიმი ნებაყოფლობით დაიქირავეს მოხუცთა თავშესაფარში სამუშაოდ: უფროსები აღფრთოვანებული იყვნენ მისი ცოდნით და დაუღალავად მუშაობით. კოლეგები შურით უყურებდნენ თუ როგორ აფასებდა კრისტინს უფროსობა და უყვარდათ პაციენტებს.
ამ თავშესაფარში მოულოდნელად უცნაური რამ დაიწყო: პაციენტები ხშირად იღუპებოდნენ და ყოველ ჯერზე ეს კრისტინის ცვლას ემთხვეოდა. სწორედ მაშინ უწოდეს მას სიკვდილის ანგელოზი - რა თქმა უნდა, ხუმრობით.


ამასობაში, კრისტინსა და მის მეუღლეს ორი შვილი ეყოლათ, მაგრამ ქორწინება მალე დაინგრა: მიზეზი იყო რომანტიკული ურთიერთობა ქრისტინსა და პოლიციელ ჯეიმს პეროს შორის, რომელიც სამედიცინო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. კრისტინის კოლეგები, რომლებიც ცნობისმოყვარეობით ადევნებდნენ თვალყურს სიყვარულს, დიდ ყურადღებას აქცევდნენ კრისტინის პაციენტებსაც.


ძალიან საეჭვო დეტალები გამოიკვეთა: მაგალითად, ჯანმრთელი გულის მქონე პაციენტები გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალნენ. მას შემდეგ, რაც კრისტინმა სამსახური მიიღო, საავადმყოფოში სიკვდილიანობა სამჯერ გაიზარდა. ეს ყველაფერი საეჭვო იყო და პოლიციამ გამოძიება დაიწყო.


აღმოჩნდა, რომ კრისტინის მუშაობის სამი წლის განმავლობაში მის ცვლაში 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქალი არასდროს აღიარებდა მკვლელობის მოტივებს, მაგრამ მისი კოლეგები ეჭვობდნენ, რომ საქმე რომანტიკულ გრძნობებშია: უსაფრთხოების თანამშრომელი ვალდებულია იქ იმყოფებოდეს, როდესაც პაციენტი გარდაცვლილად გამოცხადდება. ასე რომ, კრისტინს შეეძლო ჯეიმს პეროს ყურადღების მიპყრობა ასეთი სასტიკი გზით. შემდეგ, ალბათ, მან ადამიანის მოკვლისაც სიამოვნება იგრძნო და აღარ შეეძლო გაჩერება.


მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც დღესაც იხდის.



image

ჰენრი ჰოვარდ ჰოლმსი პირველი ამერიკელი სერიული მკვლელია.
ჰენრი ძალიან მკაცრ ოჯახში გაიზარდა: მამა დისციპლინას ითხოვდა და შვილს რეგულარულად სცემდა დანაშაულის გამო.კლასელები დასცინოდნენ ჰენრის. ერთხელ მათ შეიტყვეს, რომ მას მკვდრების ეშინოდა და მიიყვანეს ექიმის კაბინეტში, სადაც აიძულეს ჩონჩხს შეხებოდა. მაგრამ ჰენრის მოულოდნელად შიშის ნაცვლად აღფრთოვანდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩიკაგოში დიდი ხანძარი გაჩნდა, რომლის დროსაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. პატარა ჰენრი მათ სიკვდილს წარმოიდგენდა და სიამოვნებას იღებდა. შესაძლოა, სწორედ ამ მომენტში გადაწყვიტა ექიმი გამხდარიყო: არა იმისთვის, რომ ხალხს დახმარებოდა, არამედ იმისთვის, რომ უფრო ახლოს იყოს მათ ტანჯვასთან.

სამედიცინო სკოლაში სწავლის დროს ჰენრიმ მორგიდან მოიტაცა გვამები. მან მალევე გააცნობიერა, რომ ამ საქმიანობამ შეიძლება სარგებელი მოუტანოს: ჰოლმსმა დააზღვია სხვადასხვა ადამიანის სიცოცხლე, შემდეგ კი მოპარული სხეული სადაზღვევო კომპანიას წარუდგინა - და თანხებიც მიიღო.


სამედიცინო დიპლომის მიღების შემდეგ, ჰოლმსმა გადაწყვიტა არა სამედიცინო პრაქტიკის დაწყება, არამედ ფარმაცევტობა. ის ძალიან მომხიბვლელი ახალგაზრდა იყო: მან მოიპოვა ძველი ფარმაცევტის დოქტორ ჰოლტონის ნდობა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა და ფაქტობრივად აიღო მისი ბიზნესის - მაღაზიისა და აფთიაქის მენეჯმენტი საკუთარ თავზე. ჰოლტონის გარდაცვალების შემდეგ მისი ქვრივი უკვალოდ გაქრა.

მალე ჰოლმსმა დაიწყო უძრავი ქონების და მიწის ყიდვა აფთიაქის გარშემო, შემდეგ კი იქ უზარმაზარი სასტუმრო ააშენა, რომელსაც ადგილობრივებმა "ციხე" უწოდეს. შენობის გეგმა ნამდვილი ლაბირინთი იყო, რომელშიც მხოლოდ ჰოლმსს შეეძლო ნავიგაცია. ჩიხები, ოთახები ფანჯრების გარეშე - პირქუშ "ციხესიმაგრეში" დაკარგვა ძალიან მარტივი იყო.სწორედ ამას იყენებდა მანიაკი.
ჰოლმსი ძირითადად კლავდა ქალებს, რომლებიც მან თავად დაიქირავა სასტუმროს მოსამსახურეებად, ასევე სასტუმროს სტუმრებს.

დაიღუპა ზოგიერთი მსხვერპლი, რომელიც უფანჯრო ოთახებში ჩაკეტა და გაზი შეუშვა. სხვები უბრალოდ ჩაკეტილები იყვნენ, რის გამოც უჭმელ-უსმელობით დაიღუპნენ. გვამებს აგდებდა სარდაფში და შემდეგ კი ჩონჩხები და ორგანოები მიჰყიდა სამედიცინო სკოლებს.


საოცარია, რომ ჰოლმსი დააკავეს არა მკვლელობის, არამედ ცხენების გაყიდვაში თაღლითობისთვის. ექიმს მიუსაჯეს ხანმოკლე სასჯელი. მან გადაწყვიტა ციხეში სასარგებლო ნაცნობების მოძებნა. თანამოაზრესთან ერთად შეიმუშავა სადაზღვევო კომპანიის მოტყუების გეგმა, ხოლო როდესაც გეგმამ არ იმუშავა, მან უბრალოდ მოკლა თანამონაწილე და ანაზღაურება მიიღო მისი დაზღვევისგან, ამის შემდეგ მან მოკლა ამ კაცის კაცის ქვრივიც და შვილებიც.

მაგრამ ბავშვბის მკვლელობამდე ჰოლმსის გვერდით უცხო ბავშვების ნახვამ გარშემომყოფებს ეჭვი გაუჩინასკენ უბიძგა.
დააპატიმრეს.

სავარაუდოდ, ჰოლმსმა 350-მდე ადამიანი მოკლა. მან თავად აღიარა 27 მკვლელობა. ჰენრი ჰოლმსი ჩამოახრჩვეს 1896 წლის 7 მაისს. გაურკვეველი მიზეზის გამო, მარყუჟი სწორად არ იყო განასკვული და მანიაკმ 15 წუთის განმავლობაში იტანჯა თოკზე. მერე კი გარდაიცვალა.


image

რიჩარდ ანჯელო


მანიაკის, სახელად რიჩარდ ანჯელოს შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ მისი მკვლელობების მოტივი ნამდვილად საოცარია.

ანჯელო მუშაობდა მოხუცთა თავშესაფარში. მისი მსხვერპლი ათი ადამიანი იყო, კიდევ 25 სასწაულებრივად გადარჩა.

ანჯელო პირველად 1987 წელს შენიშნეს, როდესაც იგი ეჭვმიტანილი იყო ლონგ აილენდის გუდ სამარიტელ სამედიცინო ცენტრში პაციენტის მოწამვლაში. მას ბრალი დასდეს პაციენტის ვენაში ნარკოტიკების შეყვანაში. ინექციის მიღების შემდეგ მოხუცი დაავადდა, მას კიდევ ერთი ექიმი დაენიშნა. სწორედ მან აღმოაჩინა პაციენტის ანალიზში ძლიერი წამლის კვალი, რომელიც მისთვის არ დაუნიშნავთ. ანჯელო დააპატიმრეს, რადგან სხვას ვერავის შეეძლო პაციენტისთვის პრეპარატის შეყვანა.

დაპატიმრების შემდეგ მანიაკმა აღიარა, რომ ეს პაციენტი არ იყო მხოლოდ ერთადერთი მსხვერპლი და არც პირველი. საერთო ჯამში, მან მოწამლა მინიმუმ 35 ადამიანი, რომელთაგან ათი ვერ გადარჩა.

სასამართლო პროცესზე ანჯელომ თქვა, რომ მან პაციენტებს საშიში წამლის მომაკვდინებელი დოზები გაუკეთა მხოლოდ ერთი მიზნით: მას სურდა ხალხის გადარჩენა გარდაუვალი სიკვდილისგან, რათა მის გარშემო ყველას გმირად ჩაეთვალა. მაგრამ ანჯელოს არ ჰქონდა წვდომა ინტენსიურ თერაპიაზე.

რიჩარდ ანჯელო ამჟამად ციხეშია. მას სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

0
284
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0