x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
როგორ მუშაობს ჩინური "კატიუშა" რომლის შიგნით 48 დრონი-კამიკაძეა

image დრონები სულ უფრო და უფრო იმკვიდრებენ ადგილს ომის თეატრში და ეს სირიაში, ლიბანში თუ აზერბაიჯანში მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმაც დაადასტურა.
საბრძოლო ტექნოლოგიები ახალ მწვერვალებს იპყრობს, ერთერთი მათგანი დრონი-კამიკაძეები.
აშშ-ს და ისრაელის შემდეგ უკვე ჩინეთმა მოასწრო შეექმნა და გამოეშვა სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩინური "კატიუშა" შეარქვეს უკვე. საუბარია ჩინელების მიერ დაპროექტებულ და აწყობილ მანქანაზე, რომელსაც ოფიციალურად "Dongfeng Warrior" უწოდეს. საუბარია გარედან ერთი შეხედვით ჩვეულებრივ დაჯავშნულ სატვირთოზე, თუმცა ეს ასე არაა. სატვირთო საკმაოდ კარგადაა დაჯავშნული, განსაკუთრებით კი მისი უკანა განყოფილება, რომელიც ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას მოგაგონებთ, თუმცა ეს ასე არაა. 48 გამშვებ მილში მოთავსებულია 48 დრონი-კამიკაძე, ბუნებრივია დაკეცილ მდგომარეობაში.
ამ დრონებს კამიკაძეები შეარქვეს, რადგან დავალების შესრულებისას ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში ფეთქდებიან, ანადგურებენ რა მონიშნულ სამიზნეებს.
პატარა, მაგრამ სწრაფი დრონების აღმოჩენა და ჩამოგდება კი არც თუ ისე მარტივი საქმეა რაც სირიაში, ლიბიაში თუ აზერბაიჯანში-მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა დაადასტურა.
ერთია აღმოაჩინო და ჩამოაგდო საკმაოდ შთამბეჭდავი ზომების დამრტყმელი დრონები და მეორეა, აღმოაჩინო და ჩამოაგდო პატარა და სწრაფი დრონები.
თითოეული ჩინური დრონი-კამიკაძე შეიცავს ფუგასურ ჭურვებს. ერთ ასეთ დრონს თავისუფლად შეუძლია მიწაზე დააზიანოს საშუალო ზომის სამიზნე.
დრონს გააჩნია უძრავი ფრთები, რაც მას საშუალებას აძლევს იფრინოს სწრაფად და ასევე მოახდინოს სწრაფი მანევრირება.
დრონების გაშვება აღნიშნული მანქანა-გამშვებიდან შესაძლებელია, როგორც ერთეული გაშვებით ასევე ერთბაშად ანუ შეიძლება გაუშვან 48 დრონი-კამიკაძე ერთად.
ჩინეთი დიდი ხანია რაც აღნიშნულ დრონებზე მუშაობს, დანადგარის საბოლოო გამოცდა სექტემბერში მოხდა, თუმცა ჩინეთმა ყველა ინფორმაცია დახურა აღნიშნულ გამოცდეებზე.
ასევე უცნობია დრონების მოდელები რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ მანქანა-გამშვებში.
image





0
312
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
312