x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
20+ ვარსკვლავური წყვილი, რომელიც სტერეოტიპებსა და საზოგადოებრივ აზრს არ ითვალისწინებს
image


თანამედროვე ქალები და მამაკაცები აქტიურად ანგრევენ არსებულ სტერეოტიპებს მეუღლეთა გარეგნობის, ასაკისა თუ სოციალური სტატუსის შესახებ. ასეთ კლიშეებს ზოგჯერ რეალურად შეუძლია ადამიანებს ხელი შეუშალოს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანის - ოჯახური ბედნიერების მოპოვებაში, თუმცა კარგია, რომ არსებობენ ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც ამგვარ სტერეოტიპებს სრულებით უგულვებელყოფენ და საზოგადოებას საკუთარ მაგალითზე უმტკიცებენ, რომ ადამიანი საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მსხვერპლად არასდროს უნდა იქცეს, ვინაიდან სწორედ მათ შეუძლიათ ნამდვილი ბედნიერების საბოლოოდ განადგურება. წარმოგიდგენთ 20+ ცნობილ წყვილს, რომელიც თავიანთი მაგალითით ამტკიცებს, რომ სიყვარულში სტანდარტები და ცრურწმენები უბრალოდ არ არსებობს.




ბრიუს უილისი და ემა ჰემინგი - წყვილს შორის 23 წლიანი ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში მათ არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, "კერკეტი კაკალი" 10 წელია უმშვენიერსს მოდელთან ემა ჰემინგთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება და მასთან ერთად ორ გოგონასაც ზრდის.


image


პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი - ერთად 20 წელზე მეტია არიან. წლების განმავლობაში კილის ფორმები რადიკალურად შეიცვალა, თუმცა ამას მათ ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.


image


ჰიუ ჯეკმანი და დებორა - ლი ფერნესი - დებორა ჰიუზე 13 წლით უფროსია და არც შესაშური ნატიფი სხეულის პატრონია, თუმცა მოსიყვარულე მეუღლე მას ყველაფრისდა მიუხედავად, აღმერთებს და მილიონობით თაყვანისმცემლის მხრიდან მის ფორმებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც არ ითვალისწინებს.


image


ჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰარტი - ჰოლივუდის ერთ - ერთ ჰარმონიულ და ლამაზ წყვილად ითვლება, რომელიც ერთად უკვე 10 წელზე მეტია არის, 22 წლიანი სხვაობა კი მათ ბედნიერებაში ხელს არანაირად არ უშლის.



image


ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი - წყვილი 2008 წელს დაქორწინდა, ხოლო მას შემდეგ რაც კარლა პირველი ლედი გახდა, მოდელს მაღალ ქუსლებზე უარის თქმა მოუწია, ვინაიდან ის (176 სმ) მეუღლეზე 10 სმ-ით მაღალია.


image


ჯოშ ჰოლოუეი და იესიკა კუმალა - ტელესერიალ "დაკარგულების" ვარსკვლავისთვის გარეგნობა მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, მილიონობით ქალის გულთამპყრობელი მეუღლეს სიყვარულში სისტემატურდ უტყდება და ხმაურიან წვეულებებს ყოველთვის ოჯახურ გარემოში ყოფნას ამჯობინებს.


image


სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი - სოფისთვის (175 სმ) მეუღლის სიმაღლე (172 სმ) რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას სულაც არ წარმოადგენს.


image


კრონპრინცესა ვიქტორია და დანიელ ვესტლინგი - წარმომავლობა მათი სიყვარულისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ გამხდარა, მოგეხსენებათ, რომ დანიელი მომავალი მეუღლის პირადი ფიტნეს მწვრთნელი გახლდათ.


image


ალბერტ II და შარლენ უიტსტოკი - მონაკოს პრინცი 50 წლამდე მარტოხელა იყო და მემკვიდრეც არ ჰყოლია, სანამ შარლენს არ შეხვდა. უიტსტოკი პროფესიონალი მოცურავე გახლავთ სამხრეთ აფრიკიდან და ის მეუღლეზე 20 წლით უმცროსია, თუმცა ყველა ამ გარემოებას მათთვის ხელი არ შეუშლია თავიანთი ცხოვრება ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ.


image


ჯეფ ბრიჯესი და სიუზან გესტონი - ერთად უკვე 42 წელზე მეტია არიან, როდესაც ისინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, ჯეფი უკვე საკმაოდ პოპულარული იყო და "ოსკარის" ნომინაციაც ჰქონდა, ხოლო სიუზანი მიმტანად მუშაობდა და ავტოსაგზაო შემთხვევისგან მთელი სხეული სულ დალურჯებული ჰქონდა, თუმცა მსახიობმა მასში მთელი თავისი ცხოვრების სიყვარული და ერთგული მეგზური დაინახა - და არც შემცდარა.


image


ენ ჰეთევეი და ადამ შულმანი - როცა წყვილი ერთმანეთს შეხვდა გოგონა უკვე მოთხოვნად მსახიობად ითვლებოდა, ადამი კი კინოში ჯერ კიდევ თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა, თუმცა მოგვიანებით შულმანმა მოღვაწეობის სფერო რადიკალურად შეიცვალა და საიუველირო ბიზნესის თანადამფუძნებელი გახდა.


image


ქრისტიან ბეილი და სანდრა ბლაზიჩი - გოგონა მომავალი მეუღლის გულმხურვალე ფანი იყო, თუმცა მისი კინოკარიერა არც თუ საუკეთესო გზით ვითარდებოდა. სანდრას ყველაზე დიდი ძალისხმევის შედეგი ის იყო, რომ ბლაზიჩი უაინონა რაიდერის თანაშემწე გახდა, სწორედ ამ საქმიანობამ დააკავშირა ის საბოლოოდ, მომავალ მეუღლესთან.


image


ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი - ერთად თითქმის 20 წელზე მეტია არიან. მათი შესაძლო ქორწინების გარშემო ბევრი ჭორ - მართალი დადიოდა, თუმცა, რამდენადაც ცნობილია, წყვილს ურთიერთობა ოფიციალურად არასდროს დაუკანონებია.


image


გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი- ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახური წყვილია, რომელიც დღემდე უარს ამბობს საკუთარი ურთიერთობის ოფიციალურად დარეგისტრირებაზე.


image


ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი - არც ამ ვარსკვლავური წყვილისთვის წარმოადგენს რაიმე დისკომფორტს მათ შორის სიმაღლეში მინიმალური სხვაობა.


image


ბილი და მელინდა გეითსები - მელინდასთვის მეუღლის გარენობა მთავარი არასდროს ყოფილა.


image


ნატალია ვოდიანოვა და ანტუან არნო - არც ამ ვარსკვლავური წყვილისთვის აქვს რაიმე ღირებულება შტამპს პასპორტში.


image


ჯეისონ სტეტჰემი და როზი ჰანტინგტონ-უაითლი - ჰოლივუდის ეს ცნობილი წყვილი ურთიერთობაში 2010 წლიდან იმყოფება, მათ ერთი ვაჟი ჰყავთ, მოდელი მეუღლეზე 19 წლით უმცროსია, თუმცა მათთვის ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია.


image


ჯესიკა ალბა და კეშ უორენი - იდეალური ოჯახის განსახიერებაა. თავდაპირველად, ამ რომანის ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა: როცა ჯესიკა პოპულარობის პიკზე იყო, კეში რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა, თუმცა წყვილმა საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა, რომ სოციალურმა და მატერიალურმა მდგომარეობამ შეუძლებელია ძლიერ გრძნობებს ხელი რამენაიარად შეუშალოს.


image


პიტერ დინკლეიჯი და ერიკა შმიდტი - მეუღლის სიმაღლესა და თანდაყოლილ დაავადებას ერიკასთვის ხელი არ შეუშლია საკუთარი ცხოვრება "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავისთვის სამუდამოდ დაეკავშირებინა.


image


ნიკ ვუიჩიჩი და კანეა მიაჰარე - გოგონა მეუღლის დაავადებას ყურადღებას არ აქცევს, წყვილი ქორწინებაში 2012 წლიდან იმყოფება და ოთხ სრულიად ჯანმრთელ შვილსაც ზრდის.

image





0
246
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
246