x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
რატომ უწოდეს დემეტრე მეფეს თავდადებული?

imageდემეტრე მეფემ სამშობლოსათვის თავი გასწირა. ნაძრახ სიცოცხლესა და მამულის აოხრებას სიკვდილი არჩია, ამიტომ მადლიერმა ხალხმა მას თავდადებული უწოდა. როცა დავით ულო აჯანყდა მისი ცოლ-შვილი - პატარა დემეტრე და გვანცა დედოფალი მონღოლებმა დაატყვევეს. გვანცა დედოფალი სიკვდილით დასაჯეს.ბავშვსაც იგივე ემუქრებოდა, მაგრამ ერთ-ერთმა ნოინის უშვილო ცოლმა იშვილა და გადაარჩინა. მეფობა ყაენმა დაუმტკიცა 12 წლისა თბილისში ჩამოიყვანეს და მეფედ აკურთხეს. ცოლად ტრაპიზონის იმპერატორის ასული მოჰგვარეს. იგი რჩეული მეომარი ყოფილა. ღამით თბილისის ქუჩებს დაივლიდა, ობლებსა და ღატაკებს წყალობას დაურიგებდა. მტკვრის სანაპიროზე მეტეხის ღვისმშობლის ტაძარი ააგო. მონღოლების დამარცხებისთვის ყაენმა დემეტრე ურდოში დაიბარა. დარბაზმა და ეკლესიამ მთებში გახიზნვა ურჩია. უარი თქვა. ქვეყანას ააოხრებენო. დემეტრეს თავი მოჰკვეთეს. უეცრად მზე გაჰქრა და სიბნელე ჩამოწვა. ისე, როგორც იესო ქრისტეს ვნებისას. ქართველებმა მეფის ცხედარი მოიპარეს და პაპათა საძვალეთში დაკრძალეს. მეფის მკვლელ ყაენს ორი წლის შემდეგ მძიმე სენი შეეყარა. ნოინებმა იგი მოახრჩვეს. ზუსტად 12 მარტს. ღმერთმა სამაგიერო გადაუხადა.

12
5072
19-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
Mediator image
5072
  
2012, 25 ნოემბერი, 12:33
)))))))))))))))))))))))))))))))))))))))
2012, 11 სექტემბერი, 1:10
++++++1000000000000
2012, 3 სექტემბერი, 18:54
+++++++++
2012, 3 სექტემბერი, 16:42
+10
2012, 3 სექტემბერი, 12:11
(Y)
2012, 3 სექტემბერი, 9:49
გმადლობ:))
2012, 3 სექტემბერი, 9:39
შენ აღარ ხუმრობ;))))))))))მშვენიერი სტატიაა+10000000000000000000000000000000000000000
2012, 3 სექტემბერი, 2:06
*****
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10