x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ყოველდღიური ნივთები, რომელთა რეალურ დანიშნულებაზე არც კი გიფიქრიათ

image
ამ ნივთებს ყოველ დღე ვხედავთ, ვეხებით, ვიყენებთ, მაგრამ მათი დანიშნულების შესახებ არც კი გვიფიქრია:


პომპონები ქუდზე

დღეს პომპომს ყოველ მეორე ქუდზე ვხედავთ და ეს დეტალი ჩვენ მიერ მხოლოდ აქსესუარად აღიქმება. პირველად მე -18 საუკუნეში პომპონები გამოჩნდნენ ფრანგი მეზღვაურების თავსაბურავებზე. იმდროინდელ გემებს ჰქონდათ ვიწრო სივრცეები დაბალი ჭერით და პომპონესბს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ - ისინი იცავდნენ თავს ჭერზე არტყმისგან. შემდეგ პომპონის გამოყენება დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის ჯარის ფორმებისთვის. სწორედ ამ ატრიბუტით ხვდებოდნენ ესა თუ ის ჯარისკაცი საიდან იყო. დღეს კი ის უბრალო აქსესუარია, რომელიც ყველას არც უყვარს.image


კვადრატული ნახვრეტი ჩუპა-ჩუპსის ჯოხზე

ბევრი შეცდომით თვლის, რომ ნახვრეტი იმისთვისაა, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს მისი შემთხვევით გადაყლაპვისგან. სინამდვილეში კი ის უბრალო ფიქსატორია იმისთვის, რომ კანფეტი არ ჩამოვარდეს. დამზადების პროცესში, როდესაც ჯოხს ჯერ კიდევ თხევად ტკბილეულში დებენ, ის ჯერ ამ ხვრელს ავსებს, გაცივების შემდეგ კი უკვე მყარი ფიქსატორია.image


ისრები შარვალზე

დღეს რთული წარმოსადგენია საქმიანი კოსტიუმი ისრების გარეშე, გგონიათ, ეს აუცილებელი ატრიბუტია და ყოველთვის ასე იყო? არა. XIX საუკუნის ბოლოს ევროპის ფაბრიკებში, სადაც ტანსაცმელს კერავდნენ და გემებით სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ, იმისათვის, რომ კონტეინერებში ბევრი ტანსაცმელი მოხვედრილიყო, მას პრესავდნენ და ისე ალაგებდნენ. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კი შარვლები თვითონვე იცვლიდნენ ფორმას, ისრების მოშორება კი ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. წლების შემდეგ ისრები შარვალზე მოდური გახდა.image


“ჯიბე" ქალის საცვლებში


საქმე იმაშია, რომ სანიტარული ნორმების მიხედვით, შიდა ფენა აუცილებლად რბილი ნაჭრისგან უნდა იყოს დამზადებული, ეს ეხება როგორც ქალის, ისე მამაკაცის საცვლებს. თუმცა, ნაკერების ტექნოლოგიის მიხედვით, სწორედ ქალის საცვლებზე შეუძლებელია ორივე ნაკერი შიდა რომ იყოს, ამიტომაც ერთს ისე ტოვებენ. ასე რომ, ეს ჯიბე არაა და მასში არაფრის ჩადება არაა საჭირო.image


კვადრატული ნაკერი ზურგჩანთაზე

დღეს თითქმის ყველა ზურგჩანთაზე გვხვდება და უბრალო აქსესუარად აღვიქვამთ. ადრე კი მას სხვა დანიშნულება ჰქონდა. ასეთი ტიპის ზურგჩანთები გამოიყენებოდა ლაშქრობების დროს და საკმაოდ პრაქტიკულიც იყო. მასში შეიძლებოდა თოოკების გაყვანა და დამაგრება, აღჭურვილობის მიმაგრება და ა. შ.image


პატარა ხვრელი აიფონის კამერასა და ნათურას შორის

ცოტამ თუ იცის, რომ ეს ხვრელი სინამდვილეში დამხმარე მიკროფონია. ვიდეოს ჩაწერის დროს უკეთესი ხმისთვის ის მდებარეობს კამერის გვერდზე. ი ასევე ეხმარება Siri- ს უკეთ გააცნობიეროს სხვადასხვა აქცენტები და შეამციროს ის ხმაურიც, რომელსაც აღიქვამს მთავარი მიკროფონი.image


ციფრი 57 Heinz ის კეტჩუპის ბოთლზე

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ რიცხვი მხოლოდ შეფუთვის დიზაინის ელემენტია ან ინგრედიენტების რაოდენობის აღნიშვნა. სინამდვილეში ეს ძალიან სასარგებლო რამეა. როდესაც კეტჩუპი ბოთლიდან არ გადმოდის, დახარეთ ის და ხელისგულით დაარტყით ამ ციფრს. შედეგი გაგაკვირვებთ.image


კოდი კოსმეტიკის შეფუთვაზე

ნებისმიერი კოსმეტიკის შეფუთვა, იქნება ეს ტონალური კრემი თუ ტუში, შეიცავს კოდს, რომელიც გახსნილ კონტეინერს წააგავს და აწერია 6M, 12M ან. 24М. თვეების რაოდენობას აღნიშნავს, რომელიც პროდუქტის ვადაზე მიუთითებს.image

საკანცელარიო დანის შესაცვლელი თავი

ცოტამ თუ იცის, რომ დაბლაგვებული საკანცელარიო დანის შეცვლა შესაძლებელია, თან ძალიან მარტივადაც. მთავარია ბლაგვი ნაწილი მოატეხოთ და ახალიც მზადაა.image

გადამრთველი უკანა ხედვის სარკეზე
ეს გადამრთველი დღესა და ღამეს აღნიშნავს, ის იცავს მძღოლს ღამით უკან მომავალი მანქანის ფარების შუქისგან. საქმე იმაშია, რომ უკანა ხედვის სარკეს ორგმაგი ამრეკლავი და საფარი აქვს, რომლის შეცვლა გადამრთავის საშუალებით შეიძლება.image

0
433
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0