x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
უკვე დღეიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ - ჟურნალ „გზასთან“ ერთად
image


2011 წელს ლიეტუველ-ამერიკელი მწერალი რუტა სეპეტისი თავის სადებიუტო რომანს „რუხ ჩრდილებს შორის“ წარუდგენს მკითხველს; რომანს, რომლითაც სტალინური რეპრესიების მთელ საშინელებას კიდევ ერთხელ ახსენებს მთელ მსოფლიოს.


„რუხ ჩრდილებს შორის“ New York Times-ის ბესტსელერი გახდა, არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა და 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც. სწორედ რუტა სეპეტისის ცნობილი რომანი გახლავთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი, რომელიც 18 მარტს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.


რომანი „რუხ ჩრდილებს შორის“ რეპრესირებული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად რომანის შთაგონების წყარო ავტორისავე ოჯახის ტრაგიკული ისტორია გახდა - იმ ოჯახების ისტორიების მსგავსი, რომლებიც სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და რომელთაგან ერთეულებმა მოახერხეს გადარჩენა, ცხოვრების თავიდან დაწყება. რუტა სეპეტისმა არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ოჯახების ისტორიები მოისმინა, გამოიკვლია. რომანის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ეს არის - აქ ნამდვილი ამბები და დიდი ტრაგედია ერთდროულად არის უცხოც, ტრაგიკულიც, ბევრისთვის მოულოდნელიც, თუმცა მაინც საოცრად, საოცრად რეალური!



რომანის მთავარი გმირების მშვიდი და ლაღი ცხოვრება ერთ ღამეში იცვლება, როცა სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან. რომანის გმირი, ლინა, პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება. აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში...


ლინას ცხოვრება ციმბირში, შრომა-გასწორების ბანაკში გრძელდება. უფრო ზუსტად, ეს მხოლოდ დასაწყისია - შიმშილის, სიცივის, მონური და დამამცირებელი შრომის, გადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისი. იწყება ბრძოლა სასტიკ და უსამართლო რეჟიმთან; იწყება ბრძოლა შიშველი, გაყინული ხელებითა და ცარიელი ენთუზიაზმით. რა შეიძლება იყოს რუხ ჩრდილებს შორის თუ არა იმედი, რომ ცხოვრება ჯერ არ დასრულებულა; რომ გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია?!


ამდენად, თქვენ წინაშეა სულისშემძვრელი რომანი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს სტალინური რეპრესიების მთელ სისასტიკეს. თქვენ წინაშეა რომანი, რომელიც სავსეა რეალური ისტორიებით და რეალური პერსონაჟებით.


შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ფარგლებში უკვე გამოვიდა ომის თემაზე დაწერილი, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „შინდლერის სია“, „წიგნის ქურდი“, „ომის შედეგები“, „ბულბული“. სერიის ახალი წიგნი, რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“, 18 მარტს ჟურნალ „გზასთან“ გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.


იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.



0
6
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0