x
ბაიდენმა თქვა- პუტინი "ფასს გადაიხდის" აშშ-ს არჩევნების ძირის გამოთხრის მცდელობისთვის

image

ვაშინგტონი (CNN)- პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი "ფასს გადაიხდის" თავისი მცდელობისთვის- ძირი გამოეთხარა 2020 წლის აშშ-ს არჩევნებისთვის, შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ


რუსეთის მთავრობა 2020 წლის არჩევნებში ჩაერია, რათა ბაიდენის კანდიდატურაშეელახა.

"ის ფასს გადაიხდის" თქვა ბაიდენა პუტინზე ABC-ის "დილა მშვიდობისა ამერიკასთან" ინტერვიუში.


"ჩვენ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა, შედარებით კარგი და საუბარი ასე დაიწყო–მე შენ გიცნობ და შენ მე. თუ დავამტკიცებ, რომ ეს მართლაც მოხდა, მზად იყავი."

ბაიდენისა და პუტინის პირველი ზარი იანვრის ბოლოს შედგა. თეთრი სახლის თქმით, ბაიდენი პუტინს რამდენიმე საკითხში დაუპირისპირდა, მათ შორის მოსკოვის ჩარევა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, კიბერშეტევები, რუსი

ოპოზიციონერი მოღვაწის ალექსეი ნავალნის საეჭვო მოწამვლა და მოხსენებები რუსეთის წყალობაზე ავღანეთში მყოფ ამერიკულ ჯარებზე.

პრეზიდენტს მეტი დეტალი არ დაუზუსტებია ABC-თან იმის შესახებ, თუ რა "ფასს" გადაიხდის პუტინი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალ კვირას გამოაცხადებს სანქციებს არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. ოფიციალური პირები არ ამხელენ მეტ დეტალს მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვეს, რომ სანქციების სამიზნე რამდენიმე ქვეყანა იქნება, მათ შორის რუსეთი, ჩინეთი და ირანი.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატმა გამოაქვეყნა შეფასება საგარეო საფრთხეებზე 2020 წლის აშშ-ს ფედერალურ არჩევნებში. "პრეზიდენტ ბაიდენის კანდიდატურისა და დემოკრატიული პარტიის ცილისწამებას, ყოფილი პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერას, საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შელახვასა და აშშ-ში სოციალურ-პოლიტიკურ

დაყოფის გამწვავებას."

მოხსენება წარმოადგენს დღემდე 2020 წლის არჩევნების საგარეო საფრთხეების ყველაზე სრულყოფილ შეფასებას, რომელშიც აღწერილია აშშ-ის მოწინააღმდეგეების ფართო გავლენის ოპერაციები, რომლებიც ცდილობდნენ დემოკრატიული პროცესისადმი ნდობის შელახვას, გარდა პრეზიდენტობის კონკრეტული კანდიდატებისა.


ამ შეფასებამ ასევე დაადასტურა ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა: ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი უახლოესი გარემოცვა საჯაროდ გაერთიანდნენ ბაიდენის წინააღმდეგ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიასთან, შეხვდა კრემლთან დაკავშირებულ ფიგურებს, რომლებიც ამძალისხმევის ნაწილი იყვნენ და შეთქმულების თეორიებს უჭერდნენ მხარს.

ABC-თან ინტევრიუში ბაიდენმა გაიხსენა 2011 წელი გაიხსენა. მან პუტინს უთხრა, რომ მისი აზრით, პუტინს სული არ ჰქონდა. პუტინის პასუხი კი იყო: "ჩვენ გვესმის ერთმანეთის".

როდესაც ინტერვიუერმა ჯორჯ სტეფანოპულოზმა ბაიდენს ჰკითხა, მისი აზრით, იყო თუ არა პუტინი "მკვლელი", პრეზიდენტმა უპასუხა: "მმმ, ვფიქრობ. ფასს, რომელსაც ის გადაიხდის, მალე ნახავთ".

0
68
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0