x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ამდენი ხანი ხალხს სიმართლეს არ ეუბნებით?!" - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს ავრცელებს და გაერთიანებულ ოპოზიციას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. კილაძის თქმით, სრულიად გაუგებარია თუ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე მათი მხრიდან მხოლოდ საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები განიხილება და პოლიტპატიმრების გამოშვებასა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე საუბარი საერთოდ არ არის, მაშ საზოგადოებამ ამის შესახებ რატომ არაფერი იცის, ჟურნალისტისვე თქმით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამიტომ ეძახის ოპოზიციციურ პარტიებს "ქარაქუცას": "ანუ, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებზე ელაპარაკებით ევროპელებს და ამდენი ხანი ხალხს სიმართლეს არ ეუბნებით?! ამიტომ გეძახით, ქარაქუცა ოპოზიციას ის კაცი პოლიტპატიმრები?" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ნათელაშვილმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, შეთანხმების პროექტის პრეამბულაში, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასა და 2024 წლის არჩევნებისთვის დალოდებაზეა საუბარი. შალვა ნათელაშვილის თქმით, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი შესაძლოა დოკუმენტის ბოლოს, მე-4 – მე -5 პუნქტებშია. ნათელაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულს არ ეთანხმება და მოლაპარაკებებზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც პირველ საკითხად ვადამდელი არჩევნები იქნება დასახელებული.












0
365
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
365