x
image
ლანა92
აფრიკის მკვიდრთა მუქი კანი - ძველი ხალხის ევოლუციის შედეგი?!

image










მეცნიერებმა გამოარკვიეს: ადამიანის განვითარების საწყის ეტაპზე კიბო იდგა ევოლუციის მექანიზმის სათავეში. აფრიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ძველი ხალხის კანი ცდილობდა, მზისთვისაგან თავი დაეცვა, საბოლოოდ კი განუვითარდა, გამოუმუშავდა მუქი პიგმენტი, - წერს ინგლისური გამოცემა "დეილი მეილი". მიიღეს უნივერსალური დაცვა კანის კიბოსაგან. ამ ცვლილებამდე ადამიანთა წინაპრებს აფრიკის ტერიტორიაზე ღია ფერის კანი ჰქონდათ. ცვლილებები მოხდა 1.2-1.8 მილიონი წლის წინ. იმ დროს გადარჩნენ მხოლოდ მუქი კანის მქონე ადამიანები, რომელთაც თავიანთი კანის ფერის განმსაზღვრელი გენები გადასცეს მომდევნო თაობებს. მართალია, აფრიკაში შემორჩნენ ალბინოსებიც (თეთრკანიანებიც), მაგრამ მინიმუმ მათი 80 % იღუპება ადრეულ ასაკში (30 წლამდე) კანის კიბოსაგან.

კითხვა, შეძლებენ თუ არა თანამედროვე ადამიანები, გამოიმუშაონ კიბოსაგან დაცვის მექანიზმი, როგორც წინაპრების შემთხვევაში მოხდა, ღიად რჩება. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც უფრო დიდ დროს ატარებენ გარეთ, ქუჩაში, სხვებზე უფრო ხშირად ავადდებიან კანის კიბოთი. როგორც ანალიზმა აჩვენა, ფერმერები, ვაჭრები, მშენებლები და მძღოლები კიბოს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ექიმები კი შეგვახსენებენ, რომ საშიშია არა მხოლოდ თვითონ მზე, არამედ მისი გამოსახულების ანარეკლი სახურავებზე, წყლის ზედაპირებზე, მინაზე, მანქანის ფანჯრებზე.

0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0