x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ჩემი მეუღლე 42 წლის ასაკში გარდაიცვალა თრომბით... მისგან კარგი შვილი დამრჩა..." - ინტერვიუ, რომელიც სულ სხვა ხატია დეკანოიძეს გაგაცნობთ
image


არ მიყ­ვარს ჩემ­ზე ლა­პა­რა­კიო და კარ­გა ხანს თავს იკა­ვებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ზე, თუმ­ცა ამ ფორ­მატ­ზე მა­ინც დაგ­ვთან­ხმდა. წლე­ბის წინ ვერც წარ­მო­იდ­გენ­და, რომ აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში იქ­ნე­ბო­და ჩარ­თუ­ლი, მე­ტიც, უცხო ქვეყ­ნის პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბას თუ მი­ან­დობ­დნენ. ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­ლი­ტი­კოს­ში გულ­წრფე­ლო­ბას ვა­ფა­სე­ბო, - ამ­ბობს და წუხს, რომ ასე­თი ბევ­რი არ გვყავს. პან­დე­მი­ის გა­დამ­კი­დე, ლა­მის ყო­ველ­დღე იტეს­ტე­ბა და რო­გორც კი სა­შიშ­რო­ე­ბა გა­და­ივ­ლის, მო­ნატ­რე­ბუ­ლი ყვე­ლას ჩა­ე­ხუ­ტე­ბა. ambebi.ge-ს სა­კუ­თარ თავ­ზე უამ­ბობს პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის ექ­სუფ­რო­სი ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე:


ბავ­შვო­ბი­დან - პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე


- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი. კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ვა­ტა­რებ­დი დიდ დროს და ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია. თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე გა­ვი­ზარ­დე. მერე იყო სტუ­დენ­ტო­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი ეტა­პი... რა ვიცი, რო­გორც ყვე­ლა, ისე ცხოვ­რობ­და ჩვე­ნი ოჯა­ხი. 1994 წელს ჩა­ვი­რი­ცხე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე და წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე. მერე იყო “ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია”... სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში, სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ვი­მუ­შა­ვე, მათ შო­რის - აღ­მას­რუ­ლე­ბელ ორ­გა­ნო­ში, მთავ­რო­ბა­შიც... არა­ვინ არა­ფერ­ში დამ­ხმა­რე­ბია გარ­და იმი­სა, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მშობ­ლე­ბის თა­ნად­გო­მა მქონ­და. გა­მორ­ჩე­უ­ლი მშობ­ლე­ბი მყავს, მათ­თვის ყო­ველ­თვის მთა­ვა­რი ის იყო, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მიგ­ვე­ღო, გვეშ­რო­მა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვქო­ნო­და, შეც­დო­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს გავმკლა­ვე­ბო­დით. ვფიქ­რობ, მათ ეს მი­სია შე­ას­რუ­ლეს...



image


ადრე ალ­ბათ ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში რომ ვიქ­ნე­ბო­დი, იქ და­მე­ნა­ხა ჩემი თავი. ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვი­მუ­შა­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში მა­შინ ჩა­ვერ­თე, როცა მოლ­დო­ვა­დან ჩა­მო­ვე­დი და 2018 წელს გავ­ხდი ენმ-ს პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი. ჩემი სურ­ვი­ლი იყო გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა იმ ბრძო­ლა­ში, რა­საც ამ ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლა ჰქვია. ჩვენ ხომ ყვე­ლა ჩვე­ნე­ბუ­რად ვიბ­რძვით, გვიყ­ვარს ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, ვიბ­რძვით ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის.. მე პი­რა­დად, რაც მა­მოძ­რა­ვებს ის არის, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ლე­ბის მი­ხედ­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ყო­ფა და მტრო­ბა დას­რულ­დეს, იყოს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო, გან­ვი­თა­რე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა... ეს მა­მოძ­რა­ვებს და ამის­თვის ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, ამის­თვის ვიბ­რძვი. ვფიქ­რობ, თუ მო­ვინ­დო­მებთ, ყვე­ლას შეგ­ვიძ­ლია სა­კუ­თა­რი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბა...


"მის­გან კარ­გი შვი­ლი დამ­რჩა..."


- ძა­ლი­ან მი­ჭირს და არ ვე­ხე­ბი ხოლ­მე ტრა­გე­დი­ას, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახ­ში დატ­რი­ალ­და. 2016 წელს ჩემი მე­უღ­ლე და თორ­ნი­კეს მამა ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა, 42 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა თრომ­ბით. ეს დღემ­დე დიდი მწუ­ხა­რე­ბაა ჩვენს ოჯახ­ში.


image


იმ დროს უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი, ის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე იყო და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. მის­გან კარ­გი შვი­ლი დამ­რჩა... თორ­ნი­კეს არ უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ში­ნა­არ­სე­ბა და მეც ვცდი­ლობ და ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე მას­ზე ლა­პა­რაკს. ჩვენ მე­გობ­რე­ბი ვართ, ის დი­დია, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი. გა­მო­ვი­და ისე, რომ დღეს მარ­ტო მე და თორ­ნი­კე ვართ. 22 წლი­საა ჩემი ბიჭი, წელს ამ­თავ­რებს უნი­ვერ­სი­ტეტს, მარ­კე­ტინგს სწავ­ლობს. ყვე­ლას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვაქვს, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, კარ­გად და­ამ­თავ­როს, იმუ­შა­ოს...


"ოღონდ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ კარ­გად..."


- გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი მე­გობ­რე­ბი მყავს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ისი­ნი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, დრო არ მრჩე­ბა არაფ­რის­თვის - არც ოჯა­ხის­თვის, არც მე­გობ­რე­ბის­თვის... ვფიქ­რობ, ამ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში - პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში, პან­დე­მი­ა­ში, მე­გობ­რე­ბი და ში­ა­ნუ­რე­ბი გა­და­გა­ლა­ხი­ნე­ბენ ხოლ­მე გა­მოწ­ვე­ვებს.


რა­ხა­ნია არც ჩემი მშობ­ლე­ბი მი­ნა­ხავს, ორი­ვე რის­კის ჯგუფ­შია და ვე­რი­დე­ბი მათ. უამ­რავ ადა­მი­ან­თან მაქვს კონ­ტაქ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიფრ­თხი­ლეს ვი­ჩენ და მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­ჭურ­ვი­ლი დავ­დი­ვარ. შე­ვი­ძი­ნე და ტესტს ხში­რად ვი­ტა­რებთ მე და ჩემი შვი­ლი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვცდი­ლობ თა­ვის დაც­ვას, რათა ჩემს გამო გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი არ და­ზა­რალ­დნენ და სხვა ადა­მი­ა­ნებს არ შე­ვუქ­მნა საფრ­თხე.


image


პან­დე­მი­ამ და­მა­ფიქ­რა იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ნი გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვცხოვ­რობ­დით და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და. ხან­და­ხან ალ­ბათ არ ვა­ფა­სებთ ხოლ­მე კონ­კრე­ტუ­ლი დღის მო­ნაკ­ვეთს. ახლა რომ ვუ­ფიქ­რდე­ბი, რო­გორ მაკ­ლია ჩემი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია არ მი­ნა­ხავს... ასაკ­ში არი­ან, სულ ვფრ­თხი­ლობ და მე­ში­ნია, მათ არა­ფე­რი და­ე­მარ­თოთ. ოღონდ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ კარ­გად... ეს ჩა­კე­ტი­ლო­ბა ალ­ბათ მძი­მედ აი­სა­ხე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე. მარ­თლა მი­ჭირს ამ ჩა­კე­ტი­ლო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლას, მე ხომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ვარ. მით უმე­ტეს, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტვის ამ­ბა­ვი, ვი­ნა­ი­დან ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი არ­სე­ბე­ბი ვართ და ამი­ტომ ეპი­დე­მია ყვე­ლას გაგ­ვი­ჭირ­და, რა თქმა უნდა..


უკ­რა­ი­ნა­ში


- უკ­რა­ი­ნა­ში პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა როცა შე­მომ­თა­ვა­ზეს, დიდ­ხანს ვფიქ­რობ­დი ამა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­დან მიგ­ვიწ­ვი­ეს რე­ფორ­მა­ტორ­თა გუნ­დი. ეს უშუ­ა­ლოდ პო­რო­შენ­კოს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო. მა­შინ ამე­რი­კულ დიდ პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. რა თქმა უნდა, დიდი გა­მოწ­ვე­ვა და პრობ­ლე­მა იყო რე­ფორ­მის გა­ტა­რე­ბა და უკ­რა­ი­ნის მი­ლი­ცი­ის პო­ლი­ცი­ად გა­და­კე­თე­ბა. ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის ად­ვი­ლი. იყო ში­ნა­გა­ნი სიფრ­თხი­ლე, რა თქმა უნდა, თო­რემ შიში სა­ერ­თოდ არ მა­ხა­სი­ა­თებს. ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ა­მა­ყო იყო. ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნას და­ვუ­ტო­ვეთ სა­ხე­შეც­ვლი­ლი პო­ლი­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, ბო­ლომ­დე ვერ მო­ხერ­ხდა მისი ფორ­მი­რე­ბა. ჩემ­თვის სა­ა­მა­ყო ის არის, რომ დღეს თუ ხე­და­ვენ უკ­რა­ი­ნელ პო­ლი­ცი­ე­ლებს და პო­ლი­ცი­ის ახალ მან­ქა­ნებს, ამა­ში ჩემი წვლი­ლია და რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, იქ ყვე­ლას კარ­გი კუ­თხით ვახ­სო­ვარ. რე­ფორ­მის ერთი ტალ­ღა დას­რულ­და და იქე­დან ჩემი ნე­ბით წა­მო­ვე­დი, გა­დავ­დე­ქი. არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და უკ­რა­ი­ნა­ში არ მოხ­და სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ფორ­მა. უკ­რა­ი­ნუ­ლი ენა მეს­მის, ვლა­პა­რა­კობ კი­დეც...


ქალი პო­ლი­ცი­ე­ლი


ქალი პო­ლი­ცი­ე­ლი - ყო­ველ­თვის არის ამა­ში დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, სტიგ­მაა და ით­ვლე­ბა, რომ ეს მას­კუ­ლი­ნუ­რია, კა­ცის სა­მუ­შა­ოა. მი­მაჩ­ნია, რომ ნელ-ნელა ეს სტიგ­მაც გა­და­ი­ლა­ხა. იყო სირ­თუ­ლე­ე­ბი... განაგრძეთ კითხვა <<<



0
8121
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0