x
image
Yoona
პატარა ხელის ადამიანებს გარისკვა უყვართ: რას ამბობს ხელის ზომა ადამიანის შესახებ
ადამიანის ანატომიურ თავისებურებებს მის ხასიათზე ბევრის თქმა შეუძლია. მაგალითად, მტევნის ზომა, თითების და ხელისგულების ფორმა პიროვნების გარკვეულ თვისებებს უკავშირდება. რა მახასიათებლებზეა საუბარი?


ხელის მტევნის ფორმის და ზომის კავშირი პიროვნების ხასიათთან

image

პატარა ხელის მფლობელებს გარისკვა უყვართ. მათ თავგადასავლები უყვართ და გულუხვები არიან. საპირისპირო სქესთან დრამატული ურთიერთობა აქვთ. პატარა ხელის მფლობელები პრაგმატულები, ანგარიშიანები არიან, პრობლემებს სწრაფად და ეფექტურად აგვარებენ.


image

მსხვილი მტევნის მფლობელები პერფექციონისტები არიან. ისინი დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, საქმეს ნელა და დაფიქრებულად ასრულებენ. თუმცა ასეთ ხალხს უფროსობა აფასებს, რადგან გულმოდგინედ მუშაობენ. ისინი სხვების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან და სხვების გულისთვის თავს ხშირად სწირავენ.

image

ხელისგულს ფორმა გარკვეულ თვისებაზე საუბრობს. თუ ფართოა, გამოდის, ადამიანი ინტუიციას არ უსმენს. პრობლემების გადაჭრისას მხოლოდ ლოგიკით ხელმძღვანელობს. ვიწრო ხელისგულის მფლობელები რთული სიტუაციიდან გამოსავალს სწრაფად პოულობენ. თუმცა ამას ინტუიციის ხარჯზე აკეთებენ და არა ლოგიკური აზროვნებით. წაგრძელებული ხელისგულები მგრძნობიარე ადამიანებს აქვთ, რომელთაც თავგადასავლები უყვართ. მოკლე თითები ლიდერული თვისებების ნიშანია, ხოლო გრძელი პედანტურობის.


ასევე დაგაინტერესებთ:

რისი თქმა შეუძლია სიმაღლეს თქვენს შესახებ? - პიროვნების ტესტი

image

აი, რას ამბობს მიმიკური ნაოჭები შუბლზე თქვენი ხასიათის შესახებ

image

წარბის ფორმა განსაზღვრავს, თუ რამდენად აგრესიული ხართ

image

თვალის ფერი გიამბობთ, თუ როგორი პარტნიორი გჭირდებათ

image

რას ნიშნავს თქვენი ყვავილი დაბადების თარიღის მიხედვით

image


0
125
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
125