x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იუპიტერი მზის ირგვლივ არ ბრუნავს!

დედამიწა მზის ირგვლივ ბრუნავს. ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს ვენერა, მარსი, მერკური, ნეპტუნი, ურანი და სატურნი. მთვარე და საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ირგვლივ ბრუნავს. ხოლო, პლანეტა–გიგანტთან — იუპიტერთან დაკავშირებით, ყველაფერი უფრო რთულად არის.


image

imageროდესაც კოსმოსურ სივრცეში ნაკლებად მასიური სხეული, უფრო მასიური სხეულის ირგვლივ ბრუნავს, სიმძიმის ცენტრის ირგვლივ იდეალური ტრაექტორიები არასდროს იქმნება. სინამდვილეში, მხოლოდ ერთი მათგანი კი არა, გრავიტაციის გავლენით, ორივე მოძრაობს, ხოლო ცენტრის, ორივე ციური სხეულის მასის ცენტრი წარმოადგენს. თუ მასებს შორის სხვაობა ძალიან დიდია — როგორც, მაგალითად, ჩვენს პლანეტას და მზეს შორის, — მასების ცენტრი, უფრო მასიური სხეულის შიგნით მდებარეობს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ორივე სხეულის მასა დიდია, მაშინ მასების, ანუ მოძრაობის ცენტრი, შეიძლება, სხეულის გარეთ, ღია სივრცეშ იყოს.

იუპიტერის მასა 2, 5–ჯერ აღემატება მზის სისტემაში შემავალი ყველა დანარჩენი პლანეტის ერთად აღებულ მასას. მისი მასა 1 898 600 000 000 000 000 000 000 000 კგ-ს ტოლია, ხოლო მზის მასა — 1 990 818 700 000 000 000 000 000 000 000 კგ-ია, ანუ, მზე პლანეტაზე 1000–ჯერ მასიურია. ასეთი სხვაობა ცენტრსის გადანაცვლებას იწვევს, რომლის ირგვლივ ბრუნავს როგორც მზე, ისე იუპიტერი და გამოთვლებით, ეს ცენტრი მზის ზედაპირიდან, მისი რადიუსის სიგრძის, 7%-ის დაშორებით მდებარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იუპიტერი ერთადერთი პლანეტაა, მზის სისტემის პლანეტებს შორის, რომელიც მზის ირგვლივ კი არა, მის გარეთ მდებარე სიმძიმის ცენტრის ირგვლივ მოძრაობს.

imageimageimageimageimageimageimage






0
300
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
300
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0